სტაჟირება მორიგე პედიატრის თანამდებობაზე

დასაქმება

შპს “ბავშვთა ახალი კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას პედიატრიულ განყოფილებაში,  5 თვიან სტაჟირებაზე, მორიგე პედიატრის თანამდებობაზე ანაზღაურების გარეშე, შემდგომში უმცროს ექიმად დასაქმების პერსპექტივით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

რეზიდენტურის სტუდენტი, ან სამედიცინო ინსტიტუტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან დიპლომირებული მედიკოსი.
სასურველია ჰქონდეს აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
ენერგიული;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2014 წლის  10 ნოემბრის ჩათვლით.

შპს “ბავშვთა ახალი კლინიკა” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები