კონრად ადენაუერის ფონდი აცხადებს სტიპენდიების კონკურსს სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლით. ზემოაღნიშნული სტიპენდიით სტუდენტებს ეძლევათ ცოდნის გაღრმავებისა და გერმანიის უნივერსიტეტის სამაგისტრო დიპლომის აღების ან სადოქტორო ხარისხის დაცვის შესაძლებლობა.
ფონდის მიზანია, სტიპენდიების კონკურსით წვლილი შეიტანოს დაინტერესებული სტუდენტების ცოდნის ამაღლების საკითხში. ფონდი დარწმუნებულია, რომ უკან დაბრუნებული სტიპენდიანტები, დაგროვილი ცოდნითა თუ გამოცდილებით მოახდენენ თვითრეალიზაციას, როგორც სახელმწიფოსა თუ კერძო სტრუქტურებში, მეცნიერების და მრეწველობის, პოლიტიკისა და მმართველობის სფეროს უწყებებში, ასევე მედიისა და კულტურის სფეროებში.
- ვის შეუძლია სტიპენდიაზე განაცხადის შემოტანა?
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებსაც აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში დამთავრებული აქვთ 4 სემესტრი, არა უგვიანეს საშემოდგომო სემესტრისა და გეგმავენ გერმანიაში სწავლის გაგრძელებას. მათი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.
ზემოთხსენებული სტიპენდიები არ ითვალისწინებს სამედიცინო განხრით სტუდენტების დაფინანსებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ გერმანულ ენაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2014 წლის 3 ნოემბერი, 12 საათი.