ჩვენ მომავალი ლიდერები ვართ

შავი ზღვის საერთაშირისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე სტუდენტებმა დაარსეს „მომავალ ლიდერთა კლუბი“. კლუბი შეიქმნა სტუდენტთა ინტერესების დასაცავად, ხოლო მიზანია მისი საქმიანობით ხელი შეუწყოს სტუდენტთა, როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

Untitled

„მომავალ ლიდერთა კლუბის“ პრეზიდენტი ლაშა თვარაძეა, რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს რომ კლუბი სტუდენტებს საშუალებას მიცემს აიმაღლონ სამოქალაქო თვითშეგნება და ჩამოყალიბდნენ, როგორც მოქალაქეები. “  

ლაშა თვარაძე studinfo.ge-ს სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა: კლუბის ორგანიზებით,  ევთანაზიის თემაზე ჩატარდება კონფერენცია და ამავე თემაზე ნაშრომთა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლებათ. (ავტ. ევთანაზია, ეს არის უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თხოვნით.)

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

სიახლეები გვაქს შსზუ-ს პირველკურსელთათვისაც, მათთვის  ლიმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართება, ტრენინგები კაზუსის ამოხსნის მეთოდიკასთან დაკაშირებით და ცალკე ტრენინგი იქნება სამართლებრივი მართლწერისათვის“

ibsu2

 „მომავალ ლიდერთა კლუბის“ ვიცე-პრეზიდენტის, ნუკრი ჯინჭარაძის თქმით, კლუბი პროფესიული განვითარების გარდა, სტუდენტებში გაზრდის მოქალაქეობრივ თვითშეგნებას, რათა შემდეგ, ყველამ ერთად მცირედი დადებითი გავლენა მაინც მოახდინონ ახალგაზრდებზე, საზოგადოებაზე, მათ ცნობიერებაზე.

შემეცნებითი ლექცია-შეხვედრა უკვე მოეწყო. „მომავალ ლიდერთა კლუბის“ ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბატონი მერაბ ტურავა ესტუმრა (ჰუმბოლდტის სახელობის ბერლინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრი; სხვადასხვა დროს იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს).

ibsu1

ლექცია საერთაშორისო სისხლის სამართალს ეხებოდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობის სპეციფიკასა და გამოწვევებს.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კლუბის საერთაშორისო სამართლის კომიტეტის კურატორი, ნინო ტაგანაშვილი, გვესაუბრა: „შეხვედრა შემეცნებითი ხასიათისა იყო. მერაბ ტურავა გვესაუბრა საერთაშორისო სასამართლოს, ICC-ის, სპეციფიკაზე. მისმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში, მათ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.“

 საინტერესოა თუ რას ფიქრობენ სტუდენტები კლუბზე, რამდენად შეცვლის ეს კლუბი მათ. ამასთან დაკავშირებით, შსზუ-ს სტუდენტი თაკო ტყეშელაშვილი: „ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ამ კლუბის საქმიანობაში მონაწილეობა. უპირველესად ეს დამეხმარება ცოდნისა და ინტელექტის ამაღლებაში. ვფიქრობ, რომ აქ მიღებული გამოცდილება აუცილებლად  გამომადგება პროფესიაში. ასევე გვინდა მაგალითი მივცეთ მომავალ სტუდენტებს, რომ მათაც გააგრძელონ აღნიშნული საქმიანობა“

კლუბში აქტიურად გაიმართება ლექციები, შეხვედრები და სემინარები, რაომლებსაც პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის გარდა, კლუბში არსებული   სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, საერთაშორისო სამართლის, კულტურისა და ქველმოქმედების და გასართობ-შემეცნებით საქმეთა კომიტეტები უზრუნველყოფენ.

სტუდენტებს ლექციებისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიღება Future Leaders Club “FLC“-ის Facebook-გვერდზე შეგეძლებათ

სალომე ბუკია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები