მედიაციის ცენტრი საქართველოში სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციაში: “მედიაცია, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება” მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტის, ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
საკონკურსო ნაშრომების მიღებისა და რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში: “მედიაციის განვითარება საქართველოში: პერსპექტივა და გამოწვევები”, რომელიც გაიმართება 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს მედიაციის ცენტრის და პოლონეთის მედიაციის ცენტრის ორგანიზებით.
პროექტის : “მედიაცია საქართველოში – კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი”, ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით.
პროექტს ახორციელებენ “მედიაციის ცენტრი” და “მეგობრობის ხიდი – ქართლოსი” პოლონელ პარტნიორებთან ერთად „პარტნიორები პოლონეთი“.
საკონკურსო თემა უნდა იყოს შემდეგი სახის:
სრული ტექსტი 4-6 გვ. (თავფურცელის ჩათვლით);
შრიფტი: Sylfaen;
ხაზებს შორის დაშორება-1.5;
შრიფტის ზომა-12
საუკეთესო ნაშრომების ავტორები კონფერენციაზე წარადგენენ მაქსიმუმ 15 წუთიან პრეზენტაციას. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართება დისკუსია განხილული თემის გარშემო.
[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
კონფერენციის ბოლოს, ჟიურის მიერ აირჩევა 3 საუკეთესო პრეზენტატორი რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
1-ლი ადგილი: 500 ლარი;
მე-2 ადგილი: 350 ლარი;
მე-3 ადგილი : 200 ლარი.
გაიცემა სამი სახის სერთიფიკატი: მონაწილის (ვინც მხოლოდ გამოგზავნა აპლიკაცია, მაგრამ არ აირჩა) კონფერენციაზე თემის წარმდგენელის და გამარჯვებულის (1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მქონე). რომლებიც დასაჩუქრდებიან “საქართველოს მედიაციის ცენტრის და პოლონეთის მედიაციის ცენტრის” მიერ გამოცემული წიგნებით.
საკონკურსო თემა უნდა გამოიგზავნოს 6 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: [email protected]
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: [email protected]