მარკეტინგის სპეციალისტის ვაკანსია

ბიდიო” წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც საქართველოში ოპერირებს 1999 წლიდან და კლიენტებს უწევს გამორჩეულ მომსახურებას.

“ბიდიო” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე (სამთვიანი ანაზღაურებადი საგამოცდო ვადით).

ფუნქციები:

აქციებისთვის და სხვადასხვა სამარკეტინგო აქტივობებისთვის საჭირო მასალების დამზადების უზრუნველყოფა
კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება
კომპანიის საიტის და სოციალური ქსელების ადმინისტრირება
საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების დამზადება
საერთაშორისო სიახლეების თარგმნა, საიტზე განთავსება და თანამშრომლებისთვის გაზიარება
თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საოფისე ადმინისტრაციული საკითხების მართვა და კონტროლი.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
სასურველია მსგავსს სფეროში მუშაობის გამოცდილება
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა: წერა, კითხვა და საუბარი (სავალდებულოა ბიზნეს ინგლისურის ცოდნა)
Photoshop, Indesign, CMS – სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word, Outlook, PowerPoint) მაღალ ფონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

ანალიტიკური უნარები
ორგანიზებულობა
პასუხისმგებლობა
დეტალებზე ორიენტაცია
ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები).
დამატებითი ბენეფიტები: კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისთის ესტუმრეთ ვებ-გვერდს, მისამართზე: http://www.bdo.ge/

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2014 წელი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები