Xeroფობია თსუ-ში

новый коллаж

სიტყვა ,,სტუდენტი’’, მისი ყველაზე ფართო გამოყენებით, აღნიშნავს პირს, რომელიც იძენს ცოდნას , სწავლობს უნივერსიტეტში ან იღებს პროფესიულ განათლებას, თუმცა ეს განმარტება ქართული რეალობის შესატყვისი ნამდვილად არ არის.

შეიძლება ითქვას, რომ მშრალია და დაწურულია იმ ძირითადი ინფორმაციისაგან, რომელსაც ეს ცნება ჩვენთან ატარებს. უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ სტუდენტი  არის საკუთარი ან, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის სურვილით სასწავლო დაწესებულებაში მოხვედრილი პირი, რომელსაც უამარავ პრობლემასთან გამკლავება უწევს 🙁

ეს განმარტება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ალბათ, ყველაზე მეტად შეესაბამება.  არაერთხელ დაწერილა გაუმართავ ბაზებზე, ,,ნარჩევ’’ საგნებსა და არასაკმარის აკადემიურ პერსონალზე…

ამჯერად კი აქცენტს სულ სხვა პრობლემაზე გავაკეთებ

IMG_0053

ტყვიის სუნით გაჟღენთილი ოთახი, ერთმანეთში არეული პრინტერისა და  ქსეროქსის აპარატის ოდნავ ყრუ ხმა, რომელსაც არც თუ ისე მარჯვედ ბანს  სტეპლერი აძლევს. დირაკოლი, ბევრი ბაინდერი, უამარავი ფურცელი შავი და, უმეტესწილად, ნაცნობი წარწერებით…

ეს იმ დაწესებულებათაგან ერთ-ერთის აღწერილობაა, რომლებსაც თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხშირად სტუმრობენ. დიახ, ეს ის  ადგლია , სადაც თავს სასწავლო მასალის დიდი ნაწილი იყრის და ქსეროასლების  სახით იყიდება.  სტუდენტური ,,ჯიბის ფულის’’ დიდი ნაწილიც სწორედ მას  ხმარდება 🙁

მარიამ გოგატიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის  სტუდენტია. რუსთავში ცხოვრობს და ყოველდღე საგმგზავროდ დაახლოებით 3 ლარი სჭირდება(უფრო ზუსტად, 2,60). ამას ისიც ემატება, რომ რამდენიმე საგნის სასწავლო მასალის ყიდვა სწორედ ზემოხსენებულ დაწესებულებაში უწევს.

,, …სამწუხაროდ, მასალის რაოდენობის მატებასთან ერთად, მისი საფასურიც იზრდება. დღეში საშუალოდ 3-დან 5 ლარამდე ქსეროქსების ყიდვაში მეხარჯება’’.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

მარიამის მსგავსად აღნიშნული პრობლემა სხვებსაც აწუხებთ. სტუდენტების ნაწილი ამ საკითხის სხვა ასპექტებზე საუბრობს:

,,ბევრი ფული ისედაც არ მაქვს. ბინის ქირა, მგზავრობა, საჭმელი… , მაგრამ , სიმართლე რომ ვთქვა, ხშირად ფასზე მეტად რიგები და იქ მომუშავეთა გამაღიზიანებელი ტონი მაწუხებს. სტუდენტთა დიდი  რაოდენობის გამო მასალის ასაღებად მოცდა ხშირად მიწევს. ბოლოს კი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გამყიდველი ცუდ ხასიათზეა და 5 ლარიანის ხურდა არ აქვს, რის გამოც ჯავრს ჩვენზე იყრის’’ – აღნიშნავს ანა მებურიშვილი.

IMG_0059ის ისეთ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ერთ-ერთი საგნის კონსპექტი გააკეთა და უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე ,,ქსეროქსში’’ დატოვა.  მაშინ, როდესაც მისი ქსეროასლი დაახლოებით 3 ლარი ჯდებოდა, კონსპექტი აქ 5 ლარად იყიდებოდა. ამის შესახებ  ანას თანაკურსელებმა აცნობეს.

პრობლემის გამომწვევი მიზეზების დასადგენად თსუ-ის პროფესორებსაც ვესაუბრე. მათმა ნაწილმა თქვა, რომ სახელმძღვანელოს მოცულობის გამო მისი დასკანერება ვერ მოხერხდა , რათა სტუდენტებისათვის სასწავლო მასალის ელ.ვერსია შეეთავაზებინათ.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორმა მაგდა მემანიშვნილმა კი აღნიშნა-,, ერთ-ერთი საგანი, რომელსაც მე ვკითხულობ, დაიწყო ამ სემესტრში. მასალები (სულ ორჯერ ) დავტოვე ქსეროქსებში. ჩემთვის საინტერესოა ვიცოდე, რა მოეწონებათ სტუდენტებს და რა -არა.  დაახლოებით ერთი სემესტრის შემდეგ მექნება წარმოდგენა, რა ტექსტების შეტანაა მიზანშეწონილი რიდერში. მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებ რიდერს, ანუ დასკანერებულ ვერსიას.’’

ამ ისტორიების კითხვისას შეიძლება იფიქროთ, რომ ამბავი გაზვიადებულია, რადგან უნივერსიტეტს აქვს ბიბლიოთეკა, სადაც წიგნების დიდი ნაწილია თავმოყრილი.  აქვეა ქსეროქსის აპარატიც, თუმცა ამ შემთხვევაშიც რიგ პრობლემებთან გვაქვს საქმე.

უპირველეს ყოვლისა, სახელმძღვანელოების ნაწილს აქ ვერ შეხვდებით. რაც  შეეხება არსებული წიგნების ქსეროასლის გადაღებას, ეს მეტად კომპლექსური თემაა. ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ ერთი ქსეროქსის აპარატი , სტუდენტები საკუთარ თავს თვითონვე ემსახურებიან და  საათობით უწევთ რიგში დგომა. თუ გავითავლისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ  ეს განყოფილება შაბათ-კვირას არ მუშაობს, პრობლემა უფრო ნათელი გახდება.

,,ფაქტობრივად, ვერ ვიყენებ ბიბლიოთეკას. წიგნის გატანა აკრძალულია, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ რაღაც რომ დაგჭირდეს  ვერ წაიკითხავ, ისეთი ხმაურია ხოლმე. გადაქსეროქსება ხომ საერთოდ, დიდი პრობლემაა. დროის უქონლობის გამო ამას ხშირად ვერც ვახერხებ’’-ამბობს ბადრი კობიაშვილი.

უნივერსიტეტში (მესამე კორპუსში)კარგა ხანია,  შეიქმნა საცავი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ მათთვის არასაჭირო სასწავლო მასალა დატოვონ და მათი გამოყენების საშუალება სხვებს მისცენ.  მისვლა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, თუმცა ამ შემთვევაში პრობლემას ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს. ჩემ მიერ გამოკითხული 15 სტუდენტიდან მხოლოდ ერთი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი) ფლობდა ინფორმაციას ამის შესახებ.

,,ამხელა უნივერსიტეტია და ქსეროქსების საცავი არ უნდა ჰქონდეთ? სკოლაში კარგი პრაქტიკა დანერგეს -ბავშვები წიგნებს აბრუნებენ, რათა მომდევნო წელს სხვებმა გამოიყენონ’’– ამბობს ანა მებურიშვილი.

აღნიშნული პრობლემების გამო, სასწავლო მასალის ხელსაყრელ ფასად ძიება ინტერნეტში გრძელდება.

გთავაზობთ ფრაზებს ,, თსუ ფორუმიდან’’ 🙁

1.,, შეგიძლიათ 10 ლარად მომყიდოთ ხარაბაძის ფინანსური აღრიცხვა?…
წიგნი 20 ლარი ღირს, 15-ად თუ გაყიდით, ბარემ ახალს ვიყიდი ოცად და თუ გაწყობთ, მომწერეთ …’’

2. ,,ხალხებო, მიკროს კრებული ახალი იყიდეთ რაღაც ცვლილებებიაო და რავი რა, მაინც გაითვალისწინეთ.’’

3.,, “ფინანსური აღრიცხვა” _ ხარაბაძე არავის არ გინდათ? წელს ვიყიდე, მაგრამ ეხლა მეორე მინდა რომ ვიყიდო…’’

4.-,, შენგელიას “გლობალურ ბიზნესს” ხომ არ ყიდით ვინმე?’’
-,,ეს ვაბშე იყიდება? მეც მჭირდება და მაღაზიაშიც ვერ ვიშოვე.’’

ანი ბოჭორიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები