ერაყელ და ქართველ სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა

სტუდენტური ცხოვრება

საქართველოს უნივერსიტეტში ერაყელ და ქართველ სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც უნივერსიტეტის სტუდენტმა განაცხადა დაპირისპირება სასწავლებლის ბუფეტში მომხდარ შემთხვევას მოჰყვა.

„ბუფეტში გვაქვს ასეთი წესი, როცა ვჭამთ, ჩვენი თეფშები ჩვენ თვითონ მიგვაქვს, რომ სისუფთავე დავიცვათ. მიმტანი მისულა და უთქვამს მათთვის, იქნებ მოიტანოთ თქვენი თეფშებიო, ამათ ინგლისურად შეუგინებიათ. ქართველებმა ვერ მოითმინეს და ატყდა ერთი ამბავი. მე რომ ბუფეტში შევდიოდი, დავინახე, ერაყელი სტუდენტები ეზოდან ყიჟინით შემოვარდნენ, ნაციონალური ტანსაცმელით, ერთმანეთს ეძახდნენ“, – ჰყვება სტუდენტი.

ბუფეტში დაწყებული დაპირისპირება ეზოში გაგრძელდა.

სტუდენტის თქმით, ინციდენტიდან მალევე, ადგილზე პატრულის რამდენიმე თანამშრომელი და დაცვის წევრები მივიდნენ, რომლებიც მანამდე მათ არ უნახავთ.

„დაშავებულები არ არიან. ცოტა ხანს გრძელდებოდა ჩხუბი. მალე დაცვა მოვიდა. პატრულის ორი თანამშრომელი დავინახე და რამდენიმე ისეთი დაცვის წევრი, რომლებიც უნივერსიტეტში აქამდე არ გვენახა“, – ამბობს იგი.

მისი თქმით, დღეს ერაყელების დღესასწაული იყო და დილიდან ნაციონალური ღონისძიებები მოაწყვეს, რომლებსაც უნივერსიტეტის თანამშრომლებიც დაესწრნენ.

ერაყელი სტუდენტები უნივერსიტეტის ერთერთი აუდიტორიაში არიან, რათა ინციდენტი არ გაგრძელდეს. მათთან არიან დაცვის წევრებიც.

წყარო: news.ge

იხილეთ ორიგინალი. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები