სს “სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სს “სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის – “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს – სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. “ჯიპიაი ჰოლდინგი” გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობა:
შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა პირად ექიმებთან;
ტელეფონის საშუალებით კლიენტების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი;
სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV), თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი და ფოტო, შემდეგ მისამართზე:
“ჯიპიაი ჰოლდინგი”
კოსტავას ქ. 67, თბილისი, 0171
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: [email protected]
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ.წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება (“ქოლ-ცენტრის ოპერატორი”), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2014 წლის 26 ოქტომბერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.