სტიპენდიების კონკურსი პროფესიული განათლების მიმართულების სტუდენტებისთვის

კონკურსები

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს: ღია საგრანტო კონკურსს პროფესიული განათლების მიმართულების სტუდენტებისთვის სტიპენდიის დაფინანსებაზე.

პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაუჩნდეთ მოტივაცია მიიღონ პროფესიული განათლება რაც, მათ სს “ენერგო-პრო ჯორჯიაში” დასაქმებაში და კაროერულ ზრდაში დაეხმარებათ.

პროექტში ჩართვის გზები:

პროექტში ჩართვის მსურველებს გავლილი უნდა ჰქონდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება.

ტესტირების ჩატარების თარიღი – 05/10/2014.

პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლისა და შესაბამის სასწავლებელში ჩარიცხვის შემდგომ, ღია საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სს “ენერგო-პრო ჯორჯია” განიხილავს შემოსულ განცხადებებს (ანკეტებს) და ჩაატარებს გასაუბრებას საგრანტო კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან.

გასაუბრების შედეგად გამოვლინდებიან გამარჯვებული კანდიდატები, რომლებთანაც გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები.

საგრანტო კონკურსის პირობები:

კანდიდატმა უნდა მოიპოვოს პროფესიული სტუდენტის სტატუსი შემდეგ სპეციალობებზე:

– ელექტრიკოსი

– შემდუღებელი

– სხვა მიახლოებული პროფესია

აღნიშნულ პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ ქვემოთ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებები. შესაბამისად, კანდიდატი უნდა ჩაირიცხოს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა გაიაროს ქვემოთ მითითებულ, რომელიმე საგანამანთლებლო დაწესებულებაში:

– სსიპ პროფესიული კოლეჯი ”ბლექსი” (ბათუმი)
– სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ”აისი” (გურჯაანი, სოფ. კაჭრეთი)
– სსიპ პროფესიული კოლეჯი ”თეთნულდი” (მესტია)
– სსიპ პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“ (თბილისი)
– სსიპ პროფესიული კოლეჯი ”ფაზისი” (ფოთი)
– სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ”ახალი ტალღა” (ქობულეთი)
– სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ”იბერია” (ქუთაისი)
– სსიპ პროფესიული კოლეჯი ”ლაკადა” (წალენჯიხა)
– ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი ”პრესტიჟი” (თელავი)
– ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი ”ჰორიზონტი” (ოზურგეთი)
– სსიპ პროფესიული კოლეჯი “მოდუსი” (რუსთავი)
– ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი ”განთიადი” (გორი)
– სსიპ პროფესიული კოლეჯი “ოპიზარი“ (ახალციხე)
ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება სადაც იქნება მსგავსი პროფესიიის სასწავლო პროგრამა.

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებს “ენერგო-პრო ჯორჯია” დაუნიშნავს სტიპენდიას, თვეში 150 ლარის ოდენობით, სწავლების მთლიანი პერიოდის განმავლობაში (სწავლების საშუალო პერიოდი – 10 თვე).

სწავლების პერიოდის დასრულების შემდგომ, ან სწავლების ბოლო ეტაპზე, სტუდენტები გაივლიან 1-3 თვიან პრაქტიკას „ენერგო-პრო ჯორჯიას” შესაბამისი რეგიონების მომსახურების ცენტრებში. სტაჟირების პროცესის დასრულების შემდგომ კი, მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

– განაცხადის წარდგენის მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 17 და არაუმეტეს 35 წლისა
– უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
– დაწყებით დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან/და რუსულ ენას

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს საქართველოს რეგიონებიდან, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებიდან.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 20/10/2014 – ის ჩათვლით უნდა გააგზავნონ ანკეტა და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ან წარადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს “ენერგო-პრო ჯორჯია”- ს შემდეგ მისამართებზე:

თბილისი, სანდრო ეულის №1 (სათაო ოფისი);
საკონტაქტო პირი – გიორგი ტრაპაიძე, ტელ. 377353060

ხაშური, იმერეთის № 72 (სამხრეთ საქართველოს ფილიალი);
საკონტაქტო პირი – ლილი ოყროშიძე, ტელ. 577352020

ქუთაისი, ნიკიას მე-3 ჩიხი №4 (დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალი);
საკონტაქტო პირი – თამარ ხუჯაძე, ტელ. 577356010

ბათუმი, ბაგრატიონის №103 (დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალი); საკონტაქტო პირი – ინგა მართალიშვილი, ტელ. 577359035

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები