ჯერ კიდევ გუშინდელი მოსწავლეები, დღეს კი სტუდენტები- პირველკურსელები. უკან მორჩენილი მღელვარება, ჩავაბარე- ვერ ჩავაბარე. სიხარული და სიამაყე, მე-ვარ სტუდენტი! დაახლოებით ასეთი განცდით მოვდივართ ყველა პირველკურსელი ინსტიტუტში. იწყება პირველი სემესტრი. როგორი იქნება ის? რა უნდა ვიცოდეთ? თუ სწორედ ვუპასუხებთ ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვებს, თავიდან ავიცილებთ სტუდენტური ცხოვრების უამრავ წყალქვეშა ქვებს.
სწავლის დაწყების პირველივე დღეებიდან ნათელი ხდება, რომ აქ ყველაფერი სხვანაირია. ატმოსფერო გუშინდელი მოსწავლეებისთვის მიუჩვეველია. სასწავლო პროცესი სკოლისგან სრულიად განსხვავებულია. არ არსებობს მკაცრი კონტროლი, ისწავლა თუ არა სტუდენტმა გუშინდელი მასალა. ეს არის სტუდენტური ცხოვრების პირველი წყალქვეშა თეთრი ქვა. თუ არ ამოწმებენ, რისთვის ვისწავლოთ?
მოვისმინეთ ლექცია და მშვიდად დავივიწყეთ, რას ლაპარაკობდა ლექტორი. მაგრამ სულ ტყუილად 🙂 სესიები მალე მოგადგებათ კარს, განვლილი მასალის შესწავლა კი ერთიანად შეუძლებელია, თუ ამას არ გააკეთებთ სემესტრის განმავლობაში.
წესი პირველი
ამიტომ მთავარი და პირველი წესი, რომელიც დაგეხმარებათ გადალახოთ პირველი სემესტრის „ბარიერი“, მდგომარეობს შემდეგში : „დაამუშავეთ ლექციები რეგულარულად . საუკეთესოა თუ ამას გააკეთებთ იმავე დღეს, როდესაც ჩატარდა ლექცია“
აუცილებელია ლექციების ჩაწერა, კონსპექტები ეს არის საუკეთესო დამხმარე საშუალება გამოცდეის წინ. თითოეული ლექტორი მასალას გაწვდით თავისებურად, მაგრამ გამოცდის დროსაც კითხულობს სწორედ საკუთარ სალექციო კურსიდან გამომდინარე.
წესი მეორე
ის არც თუ ისე სასიამოვნო 😉 კატეგორიულად იკრძალება სემინარების და პრაქტიკული მეცადინეობების გაცდენა. მიზეზი მარტივია- მოგიწევთ გამოიმუშავოთ ყველა გაცდენა. ზოგიერთ ინსტიტუტში ეს საკმაოდ მარტივია, მაგრამ ზოგიერთში ეს სერიოზული პრობლემაა. და ამ პრობლემის გამო თქვენ შეიძლება არ დაიშვათ სესიებზე. შედეგი? საუკეთესო შემთხვევაში- გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ ინდივიდუალურად.
წესი მესამე
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი. შესაძლებელია ის უნდა ყოფილიყო პირველი. არ ინერვიულოთ, რომ ბევრი რამ არ გესმით. სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამა განსხვავებულია, როგორც ცა და დედამიწა. მთელი პირველი კურსის განმავლობაში შესაძლებელია ქონდეთ იმის შეგრძნება თითქოს გამოტოვეთ სკოლაში ერთი სასწავლო წელი. ეს წელი ყველა დადიოდა სკოლაში, მე სად ვიყავი არ ვიცი 🙂 მაგრამ არსებობს კარგი სიახლეც – ადაპტაციის პროცესი საკმაოდ სწრაფია. პირველი სემესტრის სირთულეების გადალახვას ახერხებს ბევრი, თუმცა სამწუხაროდ, არა ყველა.
პირველი ყველაზე რთული სემესტრი აუცილებლად დასრულდება. გაივლის პირველი სესიაც. და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული როგორი წარმატებით ჩააბარებთ მას.
გისურვებთ წარმატებებს!
სტუდენტური დღიურებიდან