კონკურსი ტექნიკური მიმართულების სტუდენტებისთვის

კონკურსები

“ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი – “ერთად” აცხადებს კონკურსებს სტუდენტებისთვის:

1. „Web-ზე დაფუძნებული სკოლის საგნების სწავლებისა და ტესტირების ინტერაქტიული სისტემა”

ა) პროგრამული სისტემის შექმნა (სასურველია, კონკურსანტი ფლობდეს ASP-ს და C #).
ბ) ქართულ-ინგლისური მათემატიკური ლექსიკონის შექმნა (სასურველია, კონკურსანტმა იცოდეს ტექნიკური ინგლისური და საოფისე პროგრამები).
გ) ვებპორტალისათვის ქიმიური ნაწილის ინფორმაციული უზრუნველყოფა – სასურველია საოფისე პროგრამების და ქიმიის გამორჩეული ცოდნა.

2. „ქართულენოვანი კომპიუტერი“

ა) პროგრამული სისტემის შექმნა (სასურველია,კონკურსანტი ფლობდეს ASP-ს და C #, ასევე ინგლისურისა და საოფისე პროგრამებს).

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი.

გასაუბრების ჩატარების შემდეგ დაიდება ხელშეკრულება.

პროექტში მონაწილე სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვალიფიციური კონსულტაციებით, ტექნიკითა და დოკუმენტაციით.
შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას.

სტუდენტები, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტების შესრულებაში, უნდა მივიდნენ სპეციალური განაცხადის შესავსებად მისამართზე: სტუ-ს VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი 510ა.

ტელეფონი: 236-41-28, 64-47.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები