სტაჟირება ოპერაციების მართვის სამსახურში

დასაქმება

სს “სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს უფასო სტაჟირებას ოპერაციების მართვის სამსახურში.

სს “სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის – “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს – სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. “ჯიპიაი ჰოლდინგი” გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი;
სასურველია სამუშაო გამოცდილება იდენტურ სფეროში;
კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა;
უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული);
ანალიტიკური, სხარტი აზროვნება;
პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოვალეობები:

რეალიზებული პოლისების პროგრამული შემოწმება;
შემოწმებული პოლისების მიხედვით რეპორტის წარმოება;
მუშაობა სადაზღვევო პროგრამაში;
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი, თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი, და ფოტო, შემდეგ მისამართზე:

სს “სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი”
კოსტავას ქ. 67, თბილისი, 0171
ან ელ.ფოსტის მეშვეობით:  [email protected]

გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები (სტაჟირება ოპერაციების მართვის სამსახურში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2014 წლის 12 ოქტომბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები