სტუდენტური ქალაქების გიდი: ბირმინგჰემი

სტუდენტური ცხოვრება

ბირმინგჰემი ლონდონის შემდეგ, ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია დიდ ბრიტანეთში. მას თითქოს, არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს და ზოგი ცინიკოსი ამტკიცებს, რომ ერთადერთი კარგი რამ რაც ბირმინგჰემშია, არის ლონდონისკენ მიმავალი მატარებელი. მაგრამ, ეს ნამდვილად არ არის ასე. ქალაქის ცენტრი სავსეა მაღაზიებით, რესტორნებით, კლუბებითა და მუსიკალური კუთხეებით. აქ ტარდება ჯაზის, კომედიის, პოეზიის, კინოსა და ლიტერატურის ყოველწლიური ფესტივალები.

ღამის ცხოვრება

Rainbow-venues

Symphony და Town Hall საუკეთესო ადგილებია ცოცხალი მუსიკისა და კომედიური შოუების მოსასმენად და საღამოს მხიარულად გასატარებლად. აქ გამოდიან ისეთი ბენდები და შემსრულებლები, როგორებიცაა Fairport Convention, PJ Harvey და Laura Marling. ბირმინგჰემის უნივერსიტეტის The Bramall Music-ის შენობაც ხშირად მასპინძლობს ღონისძიებებს, რომლებიც ღიაა საზოგადოებისათვის. Snobs კიდევ ერთი ადგილია, სადაც ყველანაირი მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ, ინდის ჰიტებით დაწყებული, კლასიკით დამთავრებული.

ქალაქში უამრავი სტუდენტური კლუბი და ბარია, ყველა გემოვნების ადამიანისათვის. აქ სხვადასხვა ფასიანი სასმელების დიდი არჩევანია.

 

დღის ცხოვრება

ბირმინგჰემის უნივერსიტეტში არის სახვითი ხელოვნების Barber-ის ინსტიტუტი, სადაც ხშირად იმართება როგორც ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, ისე კლასიკური მუსიკის კონცერტები. ცენტრიდან მოშორებით, The Custard Factory ცნობილია, როგორც ბირმინგჰემის შემოქმედებითი კუთხე, რომელსაც აქვს თეატრი და რამდენიმე კლუბი, სადაც ფილმების ყურება შეგიძლიათ.

The Bull Ring – 160-ზე მეტი მაღაზიით, ბირმინგჰემის უდიდესი სავაჭრო ცენტრია. თუმცა, აქ ფასდაკლებებს იშვიათად წააწყდებით.

ბირმინგჰემი საკვები ობიექტების ფართო არჩევანს გთავაზობთ. აქ შეხვდებით სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოებს. არის დიდი რესტორნების ქსელებიც, როგორებიცაა Pizza Express, Zizzi’s და Nando’s.

პიკნიკებისათვის, ან სირბილისა და ვარჯიშისათვის აქ უამრავი პარკი და ღია სივრცეა. მაგალითად, Cannon Hill Park-ში ბევრი სარბენი ბილიკი და მწვანე სივრცეა.

ბირმინგჰემს კარგად ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემა აქვს, ასე რომ, ქალაქში მოძრაობა მარტივია. სტუდენტებისათვის, უნივერსიტეტში მისასვლელად ავტობუსი საუკეთესო არჩევანია.

 

საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად

1376428613-B8187909-06-max

სტუდენტების უმეტესობა Selly Oak-ში ცხოვრობს, რადგან იგი იაფია და ბირმინგჰემის უნივერსიტეტის შენობიდან მხოლოდ 5 წუთის სავალზეა. თანაც, მის შემოგარენში ყველანაირი საჭირო დაწესებულებაა: სწრაფი კვების ობიექტები, აფთიაქები, მაღაზიები და სხვა…

თუმცა, ქალაქის თითქმის ყველა უბანში უამრავი სტუდენტური საცხოვრებელია. ასე რომ, პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. თანხა კი კვირაში საშუალოდ 50-66 ფუნტამდე მერყეობს.

 

www.independent.co.uk

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები