საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით 2014 წლის 20 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრის “ექსპო-ჯორჯია”-ს 4,5,6 პავილიონში 10:00-19:00 საათამდე გაიმართება ერთდღიანი „დასაქმების ფორუმი“.
ფორუმს გახსნის საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მთვრობის წარმომადგენლები. ასევე, გამომსვლელები იქნებიან განათლების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის ბაზარზე სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში მოქმედი 150-მდე დამსაქმებელი. სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ მათთან გასაუბრებაში, შეიტყონ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ და ეფექტურად დაგეგმონ კარიერა.
ფორუმში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
– დარეგისტრირებული იყოთ სამუშაოს მაძიებლად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში – www.worknet.gov.ge;
– ფორუმში მონაწილის საგზურის მისაღებად დარეგისტრირდეთ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: moh.gov.ge ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე ssa.gov.ge არსებულ ბმულზე „დასაქმების ფორუმი“ რეგისტრაცია შესაძლებელია წინასწარ გათვალისწინებული ადგილების ამოწურვამდე ან არაუგვიანეს 2014 წლის 19 სექტემბრის 00:00 სთ-მდე.
– ფორუმზე დასწრებისათვის თან იქონიოთ საგზური (სარეგისტრაციო კოდი), პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და CV რამოდენიმე ეგზემპლარი.
ფორუმზე რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა. იხილეთ ვიდეო რგოლი.
რეგისტრაციის გავლის შემდგომ, დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ ფორუმის ფარგლებში მიიღონ მონაწილეობა გასაუბრებაში.