საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ და საქართველოს უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა დღეს საქართველოს უნივერსიტეტის წინ აქცია გამართეს.
როგორც სტუდენტთა უფლებების ლიგაში აცხადებენ, საქართველო სსტუდენტთა უფლებების ლიგა საქართველოს უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გვერდით უდგას. სტუდენტები ითხოვენ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ აღუდგინოს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი, თანხის გადახდის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის შედეგად, რომელზეც საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტების თქმით უარს აცხადებს.
როგორც აქციაზე გახდა ცნობილი, თუ სტუდენტთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სტუდენტები თავიანთი უფლებების დასაცავად ფართომაშტაბიანი აქციების მოწყობას გეგმავენ.
“საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას საქართველოს უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ დავხმარებოდით თავიანთი პრობლემის გადაჭრაში. ჩვენ მივმართეთ საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ დაინტერესებულიყო სტუდენტთა პრობლემატიკით, თუმცა ისინი სტუდენტებს უცხადებენ, რომ არ სცალიათ მათი პრობლემების მოსაგვარებლად, რაც სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია. კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს თანხის გადახდისთანავე აღუდგინოს სტუდენტის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში გავმართავთ ფართომაშტაბიან აქციებს, რადგან ეს ყოველივე არის სტუდენტთა უფლებების დარღვევა!!”- განაცხადა აქციაზე საქრთველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, ადმინისტრაციის დღევანდელი დამოკიდებულება სტუდენტებისადმი სრულიად ალოგიკურია.
“საქართველოს უნივერსიტეტის 300-მდე სტუდენტს თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი გვაქვს შეჩერებული. ჩვენ ვითხოვთ თანხის გადახდისთანავე აღგვიდგინონ სტუდენტის სტატუსი, ეს ჩვენი უფლებაა და თუ არ აღგვიდგენენ ეს არაკანონიერია,” – განაცხად ასაქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა ლენა არევაძემ.