მშვიდობის ბანაკში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ახალგაზრდული ორგანიზაციები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი – საქართველო“ „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრთან“ ერთად ახორციელებს პროექტს „მშვიდობის ბანაკი“.

„მშვიდობის ბანაკი“  ხორციელდება მშვიდობის საერთაშორისო დღის ეგიდის ფარგლებში 21 სექტემბერს. გაერთიანებული ერების ასამბლეამ აღნიშნული დღე გამოაცხადა მშვიდობის იდეალების გაძლიერებისა და მხარდაჭერის დღედ სხვადასხვა ხალხებსა და ერებს შორის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 დღიანი ფორუმი „ანაკლიაში“, სადაც სამუშაო ენა იქნება ინგლისური (20-26 სექტემბერი, 2014).

მშვიდობის ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს და ასევე წარმატებულ აკადემიურ კანდიდატებს, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს „მშვიდობის აქტივიზმის“, კონფლიქტის ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.

საცხოვრებელი, საკვები და საპროგრამო ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ. მონაწილეებმა უნდა დაფარონ მგზავრობის ხარჯები.

მონაწილეობისათვის აუცილებელია აპლიკაციის შევსება. აპლიკაციისთვის გადადით ბმულზე.  CV და შევსებული აპლიკაციის ფორმა შემდეგ მისამართზე უნდა გაიგზავნოს: peaceexpressgeorgia@gmail.com;

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 24 აგვისტო.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი;

დაწვრილებითი ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი – საქართველო“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ ან აქ.

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები