ილიაუნიში რიგით მესამე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება

უნივერსიტეტების სიახლეები

4 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მესამე სამეცნიერო პიკნიკს გამართავს.

სამეცნიერო პიკნიკი არის ერთდღიანი ღონისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება ყოველწლიურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და რომლის მიზანია მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით წარმოდგენა. ღონისძიების თანაორგანიზატორია ქალაქ თბილისის მერია.

სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

• 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს ჰყავდა 7 000-მდე დამთვალიერებელი
• 2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი და მისი დამთვალიერებლების რაოდენობა იყო 13 000. ასევე, სამეცნიერო პიკნიკზე, პირველად საქართველოში, ილიაუნის ორგანიზებით ჩატარდა ყველაზე მასშტაბური რობოტების თამაში.

წლევანდელ სამეცნიერო პიკნიკზე უკვე დარეგისტრირებულია 60-მდე ქართული და 20-მდე უცხოური ჯგუფი. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულია მსოფლიოში მსგავსი ღონისძიებების საუკეთესოდ აღიარებული ანიმატორი, რომელიც ღონისძიების თითოეულ აქტივობას გაუწევს მოდერაციას და უზრუნვეყოფს დამსწრეთა ჩართულობას სახალისო სამეცნიერო აქტივობებში.

წელსაც, ტრადიციულად გაიმართება რობოტების თამაში.

ინფორმაცია სპონსორებისთვის:

• სასპონსორო შეთავაზება – სამეცნიერო პიკნიკი
• სასპონსორო შეთავაზება – რობოტების თამაში

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:

www.sciencepicnic.ge
www.gameofrobots.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები