სტუდენტების დასაქმებისთვის უნივერსიტეტებში „ტემპუსის“ პროექტი განხორციელდება

დასაქმება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტების სამომავლო დასაქმების მიზნით სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს.

როგორც Aris.ge-განათლებას მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძემ განუცხადა,სტუდენტების დასაქმების  მიზნით უნივერსიტეტებში უკვე ჩამოყალიბდა სპეციალური ”ტემპუსის” პროექტი, რომელიც  სასწავლებლებში კარიერული სერვისების შექმნას გულისმობს.

პროექტში უკვე  ჩართულია თსუ, ილიას უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ზუგდიდისა და თელავის უმაღლესი სასწავლებლები.

”ჩვენი მთავარი მიზანია,სასაწვლებელს, შრომით ბაზარსა და დამსაქმებელს შორის მდგრადი კავშირი ჩამოყალიბდეს. სტუდენტი ჩართული უნდა იყოს პროცესში. ამ საკითხის მოგვარებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს. რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი  კონტაქტი დამსაქმებელსა და სასწავლებელს შორის და მას არ უნდა ჰქონდეს აქციის ფორმა. ინტერშიფების მეშვეობით დასაქმებული ახალგაზრდების რიცხვი საზღვარგარეთ ძალიან დიდია – დაახლოებით 30%. ინტერშიფი გულისხმობს, რომ დამსაქმებელი თვითონ კურიკულუმების შექმნაშიც კი ჩართული უნდა იყოს, ”– განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  პროექტი საპილოტე რეჟიმში უკვე დაწყებულია, დახვეწას და ძირეული საკითხების მოგვარებას საჭიროებს, რაზეც განათლებისა და მეციერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

 

ეკა წივწივაძე

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები