კავკასიური პროექტის ,,ზღვიდან ზღვამდე’’ ფინალი ბათუმში გაიმართება

ივენთი

დღეს, 19:00 საათზე, ბათუმის საზაფხული თეატრში, ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, კავკასიური პროექტის „ზღვიდან ზღვამდე“ – ფინალი შედგება.

პროექტის ფარგლებში კულტურული და გასართობი ღონისძიებები რამდენიმე თვის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობდა.

ფინალურ კონცერტზე მონაწილეობენ ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ,,სტრიტ დანს“-ის მოცეკვავეები და „სოულ სტრიტი“ ჯგუფი ტეხასიდან.

დასწრება თავისუფალია.

პროექტის პარტნიორია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟლიანი, ფინალურ ტურში გასულ მოცეკვავეებს სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვებს. ღონისძიებას დაესწრებიან საპატიო სტუმრები, მათ შორის, აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები