ილიაუნის სამართლის სკოლას ახალი დეკანი ჰყავს

უნივერსიტეტების სიახლეები

ილიას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ახალი დეკანი ჰყავს. ფაკულტეტის სამეურვეო საბჭოს ყველა წევრმა არჩევნებზე მხარი გია გეწაძეს დაუჭირა.

დეკანის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი თუმანიშვილმა, რომელიც ხელმეორედ იყრიდა კენჭს კანდიდატურა გეწაძის სასარგებლოდ მოხსნა. დეკანის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი გია გეწაძე იყო.

გიორგი თუმანიშვილს დეკანის თანამდებობაზე მუშაობის ვადა გაუვიდა. ის ილიაუნის იურიდიული სკოლის დეკანად 4 წლით იყო არჩეული.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები:

გია გეწაძემ 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი. 1995 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში. ამავე პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მომზადებაში 2001 წლიდან 2003 წლამდე გია გეწაძე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაცია IRIS Georgia-ს იურუდიულ მრჩევლად, შემდეგ დირექტორად. 2003-2005 წლების განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში. 2005 წელს მან დატოვა სახელმწიფო სამსახური და ხელმძღვანელობდა იურიდიულ კომპანია “გეწაძე & პატეიშვილი”. გია გეწაძე არის აგრეთვე 2013 წელს შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

წყარო: http://infonet.ge/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები