ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე აბიტურიენტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში განხორციელებულ ცვლილებას აპროტესტებენ. ცვლილება ტექსტის რედაქტირებას გულისხმობს, რომლის თანახმად, თუ ადრე აბიტურენტებს 18 გრამატიკული შეცდომა უნდა გაესწორებინათ, ახალი წესით შეცდომების რაოდენობა ტესტში განსაზღვრული აღარ იქნება.