”მობილური გიდების” პროგრამის მონაწილე ნინო ბარამიძე – ”ჩემთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურაში სტაჟირების გავლა”

სტუდZona

ნინო ბარამიძე პროგრამა ”მობილური გიდების” მონაწილეა. იგი ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანია, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პროგრამის პირველ ნაკადში მოხვდა.

”ჩემთვის ეს პროგრამა ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მაქვს შესაძლებლობა დავსაქმდე სახელმწიფო სტრქუტურაში, მივიღო სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი სერტიფიკატი”, – აღნიშნა ნინო ბარამიძემ.

10456295_744732665569601_957514587_n

მისი თქმით, პროგრამაში მოსახვედრად აუცილებელია სტუდენტმა 2 უცხო ენა იცოდეს. სასურველია ინგლისური და რუსული, რაც ასე საჭიროა უცხოელებთან ურთიერთობის დასამყარებლად.

პროგრამა ორ თვიანია, სამუშაო გრაფიკი კი ასეთია: ”4 დღე ვმუშაობთ 4 საათით და 4 დღე ვისვენებთ” – გვინმარტავს ”მობილური გიდების” პროგრამის მონაწილე.

როგორც გავარკვიეთ, გარდა გამოცდილებისა პროგრამა უამრავ ბონუს საჩუქრებსა და სიურპრიზებს მოიცავს. მთელი ორი თვის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ, სილამაზის ცენტრების, კვების ობიქეტების და  გასართობი ცენტრების საკმაოდ სოლიდურ ვაუჩერებს.  ასე რომ, მუშაობასთან ერთად, სტუდენტებს გართობის საშუალებაც ეძლევათ. რაც ასე აუცილებელია, სასწავლო წლის დასრულების შემდგომ პერიოდში.

სულ მალე, პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყება, სადაც ყველა სტუდენტს შეეძლება მონაწილეობის მიღება. ნინოს რჩევით, ენების ცოდნის გარდა, აუცილებელია ერკვეოდნენ ქუჩების სახელწოდებებში და იცოდნენ, სად რა კულტურული ცენტრი მდებარეობს.

პროგრამა სულ 2 თვიანია და მალე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ამოქმედდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ გორისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ინფორმაციის მისაღებად თვალი უნდა ადევნოთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebook-ის ოფიციალურ გვერდს.

საქართველოს ტურისტული ეროვნული ადმინისტრაციის საკონტაქტო ინფორმაცია:

ქალაქის ტელეფონის ნომერი: 0322 43 69 99
ელ.ფოსტა: [email protected]

ბოლო ინფორმაციით, მონაწილეების მიღება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

გიორგი ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები