საქართველოში ძალადობის ყველაზე გავრცელებული და ტაბუირებული “ოჯახში ძალადობის” ფორმაა. ნათია 2013 წლის 7 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტია, მაგრამ თავის თანაკურსელებზე 3 წლით უფროსია. მან უნივერსიტეტში ქმართან განქორწინების შემდეგ ჩააბარა.
“5 წლის განმავლობაში ვიტანდი ქმრის დამცირებას, ცემას, ყველაფრის აკრძალვას და სმას. პირველად ორსულად ვიყავი, როცა სერიოზულად ვიკამათეთ და გამარტყა. ყოველ ახალ შემთხვევაზე მპირდებოდა, რომ ეს აღარასოდეს განმეორდებოდა, მაგრამ პირიქით ყოველთვის უარესდებოდა სიტუაცია. მიკძალავდა: ოჯახთან ურთიერთობას, ჩაცმას, სწავლას, ყველაფერზე ჩხუბობდა და საზოგადოებაშიც არაერთხელ ვუცემივარ. საბოლოოდ სამსახურიდან გამოაგდეს, ამან მთლად გააგიჟა. ყველაფერში მე მადანაშაულებდა და მეც შევეჩვიე, მეგონა ყველანაირად უსარგებლო ვიყავი. მიზეზი რამაც გამომაფხიზლა ჩემი შვილის სასტიკად ცემა იყო, ერთ დღეს ისე ცემა, რომ 3 წლის ბავშვს წარბი გაუხეთქა”.
მსგავსი პრობლემები უცხო არ არის საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის. მასზე არ საუბრობენ, რადგან არ სურთ ოჯახის “ღალატი”, შეეჩვივნენ, ეშინიათ მოძალადის, არ სჯერათ სამართალდამცავი ორგანოების. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ეს „ კერძო” პრობლემად მიაჩნია, არის შემთხვევები, როდესაც სამართალდამცველი ორგანოებიც კი არ ერევიან. მსხვერპლი პირისპირ რჩება მოძალადის წინ ამის გამო კი ზოგჯერ შედეგი ფატალურია. მაგ: 17 წლის ქეთი ჯგუფური გაუპატიურებია მსხვერპლი გახდა. მოძალადეები არ დასჯილან, რადგან პოლიციაში განაცხადი არავის შეუტანია. 21 წლის გათხოვდა და მეუღლეს ყველაფერი უამბო. ამას ის მოჰყვა, რომ სიმთვრალეში მეუღლე მუდმივად სცემდა. ერთ დღეს მეუღლის მოქნეული დანა მათ მცირეწლოვან ბავშვს მოხვდა და დაიღუპა.
ქალთა საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან ფხაკაძე ამბობს: – ოჯახური ძალადობის ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა ჩვენში იშვიათია. ლოგიკა ასეთია, ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო, ცუდია თუ კარგი ჩემი ქმარია და მას არავინ შემიცვლის… მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში მსოფლიო ებრძვის ამ პრობლემას და მათ შორისაა საქართველოც: ახალი კანონპროექტით, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია, რეკლამებით, ცნობილი ადამიანების მოწოდებით, თავშესაფრების რიცხვის გაზრდით, ეს საკმარისი მაინც არ არის პრობლემის გადასაჭრელად.
„2012 წლის კვლევების, ოფიციალური მონაცემების თანახმად ყოველი მე-10 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, არაოფიციალურით ყოველი მე_4. ოჯაში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტს, ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის ერთ წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორცილებული: იძულება, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური.
კვლევების თანახმად ძალადობის გამომწვევ მთავარ მიზეზებად სახელდება:
1. ეკონომიკური სირთულეები, უმუშევრობა, ეჭვიანობა, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და საზოგადოებრივი აზრი ქალის დამთმობი დამჯერი ბუნებაზე.
2. ძალადობას ახასიათებს მულტიპლიკაციური ეფექტი, ანუ ის ვინც ძალადობას განიცდის ბავშვობაში, უმეტეს შემთხვევაში თავადაც მოძალადე ხდება და ეს იერარქიულად დაბალი საფეხურის მიმართულებით გრძელდება.
პრობლემის გადასაჭრელად არაერთი გზა არსებობს.
1. ცხელი ხაზი
2. თავშესაფარი სადა ხდება მსხვეპლის რეაბილიტაცია
3. კანონი ძალადობის კრიმინალიზაციაზე
4. არასამთავრობო ორგანიზაციები
ოჯახური ძალადობის შესახებ სპეციალური კანონი, პრობლემის გააზრებასაც შეუწყობს ხელს. საკონსულტაციოა ცენტრ „სახლის“ ხელმძვანელი ფსიქოლოგ რუსუდან ფხაკაძის აზრით „ამ პრობლემასთან ბრძოლისას, ერთ-ერთი სერიოზული დაბრკოლება სამართალდამჩველთა გაუთვითცნობიერებულობა იყო. სპეციალური კანონი ხელს უწყობს მათ გარკვევას ოჯახური ძალადობის პრობლემაში და ისინი უფრო სტაბილურად და ეფექტირად იმოქმედებენ ამ მიმართულებით“.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფაქტი ფაქტად რჩება. ოჯახური ძალადობის თემა მსოფლიოს გადაუჭრელი პრობლემაა, რომელსაც საქართველოშიც ღრმად აქვს ფესვები გადგმული. სოციალური მუშაკების აზრით, ეს საკითხი მანამდე არ დაიწყებს მოგვარებას სანამ ქართველი ქალები არ მიხვდებიან. რომ არ არიან ვალდებულნი “ცოლ-ქმრული” მოვალეობები ასრულონ მაშინ, როცა ეს არ სურთ, მოითმინონ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაწყოფა და მანამ სანამ თავიანთ შესაძლებლობებს რეალურად არ შეაფასებენ.
ია ასათიანი,
Studinfo.Ge