ლიტვის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისათვის

გაცვლითი პროგრამები
ლიტვის რესპუბლიკის განათლების სამინისტრო 2014 წელს გამოყოფს დაფინანსებას ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ მაგისტრის ხარისხის მიღება ლიტვის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მსურველებს შეუძლიათ პირადად მიმართონ ლიტვის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ან ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და წარადგინონ აუცილებელი დოკუმენტაცია 2014 წლის 4 ივლისამდე.
სრული ინფორმაცია ზემოხსენებულ სტიპენდიებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

http://www.smpf.lt/master_degree_studies_en.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები