პროფესია, რომელიც დაგასაქმებთ

დასაქმება

ხშირად გვიკითხავს საკუთარი თავისთვის, რა პროფესიას უნდა დავეუფლოთ, რომ დასაქმების ფართო ასპარეზი გვქონდეს? ყველას მარტივი და პოპულარული პროფესიები გვახსენდება, როგორიცაა: იურისპუდენცია, სამედიცინო სფერო, ბიზნესი, ჟურნალისტიკა და ასე შემდეგ. რა ხდება სინამდვილეში? ვსწავლობთ ზემოთ ნახსენებ პროფესიებზე და ვეძებთ სამუშაოებს, რომლებიც, ქართულ რეალობაში, არცთუ ისე ადვილი საპოვნელია.

მოდი, გავაფართოვოთ არეალი და სხვა პროფესიებსაც გადავხედოთ. ამოცანა, რომელიც გადასაჭრელია, ეს დასაქმების პრობლემაა. მეც სწორედ ამ კუთხით დავიწყე ფიქრი და საჭირო პროფესიასაც მივაგენი.

გსმენით რაიმე ლოჯისტიკის შესახებ? ალბათ, სახელი ნაცნობია, მაგრამ შინაარსი – იმდენად არა. მაგალითად, ქართულ ფორუმებზე, ლოჯისტიკის შესახებ ასეთ ინფორმაციასაც წააყწდებით. ლოჯისტიკა ეს არის მეცნიერება, რომელიც ლოჯიებს შეისწავლის. რა თქმა უნდა, საქმე ასე მარტივად არაა.

ალბათ გაინტერესებთ, სინამდვილეში, რა ევალება ლოჯისტიკის სპეციალისტს?  შესყიდვები, დისტრიბუცია, საწყობის/მარაგების მართვა, ტრანსპორტირება, მიწოდების ჯაჭვის მოწყობა/შეფასება, ხარჯების მინიმიზაცია და სხვა. ლოგისტიკის სპეციალისტებს შეუძლიათ, წარმატებით იმუშაონ, როგორც სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურებში, ასევე, საბანკო, საწარმო, სადისტრიბუციო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის კერძო კომპანიებში. ასე რომ, ამ რთულმა ტერმინებმა არ შეგაშინოთ. თქვენ დასაქმების რეალური შანსი გეძლევათ!

თუმცა, ამ პროფესიით სამუშაოს შოვნა რომ შეძლოთ, ლოჯისტიკის სფეროში პროფესიონალი  კადრი უნდა გახდეთ. ამისთვის კი მისი შესწავლა დაგჭირდებათ. არ შეგეშინდეთ, სულაც არაა საჭირო 4-წლიანი ბაკალავრის ხარისხი, 12 ლექციაც კი საკმარისია.

და სად ისწავლოთ? აი, პასუხი – “ინტელექტ ცენტრი” გთავაზობთ პროფესიული დონის კურსებს პრაქტიკულ ლოჯისტიკაში. დიახ, თქვენ სულ რაღაც 12 ლექციაში შეძლებთ, შეიძინოთ ცოდნა და გახდეთ წარმატებული კადრი ლოჯისტიკის დარგში.

კურსი მოიცავს სხვადასხვა კომპანიაში ლოჯისტიკის მნიშვნელობის დადგენას, ფუნქციურ და სტრუქტურულ ანალიზს, პასუხისმგებლობის დაზუსტებას და კომპეტენციების სრულყოფილ გადანაწილებას.

ასე რომ, თუ გსურთ, იშოვოთ კარგი სამსახური, შესაბამისად – კარგი ანაზღაურებით და გაქვთ ორგანიზაციის მართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, მაშინ თქვენ, ლოჯისტიკის კურსის გავლის შემდეგ, პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბდებით.

ლოჯისტიკის სფეროში პროფესიონალ კადრს ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვერ შეხვდებით, არადა, ამ მიმართულებით, თითქმის ყველა კომპანიას სჭირდება სპეციალისტი. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.

და ბოლოს, დასაქმების ფორმულა ძალიან მარტივია 12 ლექცია=ლოჯისტიკის სპეციალისტს=დასაქმებას.

გიორგი ურუშაძე (R)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები