ინდიგო გოგონა, რომელმაც თავისი ნიჭიერებით მსოფლიო გააოცა

საინტერესო ფაქტები

[blockquote style=”1″]„გასაოცარი მხატვარი, რომელიც ხატავს სულიერებაზე, სიყვარულზე და რწმენაზე. მისი ნახატები მოცულია მისტიკურობით“.[/blockquote]

8 წლის ასაკში შესრულებული

10473197_673906422681711_1596705508_n აკიანე კრამარიკმა ცხოვრება უჩვეულო გზით დაიწყო. იგი დაიბადა ქოხში. ოჯახს ძალიან უჭირდა და მშობლებმა ის სკოლის ტიპის საცხოვრებელში შეიყვანეს, სადაც ცოტახანი დაჰყო. აკიანეს ოჯახის წევრები რელიგიის მიმართ გულგრილნი იყვნენ. როცა გოგონა  4 წლის შესრულდა, მას რაღაც ნათელი ეწვია, რის შემდეგაც მის ცნობიერებაში გაჩნდა უხილავი სამყარო. აკიანემ გადაწყვიტა ეს ყველაფერი ხელოვნებაში გადმოეცა. მას შემდეგ, რაც გაანალიზა ბევრი დეტალი ამ თვითშეცნობილ სამყაროზე, მან გადაწყვიტა, რომ ინფორმაცია ამ სამყაროს შესახებ, საიდუმლოდ შეენახა. გოგონა ამბობდა: “ჯერ არ დამდგარა ის დრო, რომელსაც მე ვხედავ“.

„უმანკო“ 12 წლის ასაკში შესრულებული

10455502_673906639348356_5837848_n მისი ნახატები ძალიან ჰგავს რეალურს, განსაკუთრებით ადამიანთა სახეები. მისი პირველი გამოფენის შემდეგ, ხალხს დიდი ხანი სჭირდებოდა გაეანალიზებინა, რომ ეს იყო პატარა გოგონას შემოქმედების ნიმუშები. ამის გარდა, აკიანებ ნელ-ნელა ხელი მიჰყო მწერლობას. 8 წლის ასაკში თვითნასწავლ საოცრებას თავისი 5 ფუტი სიგრძის ნახატების გამო, რომელიც ზეთის საღებავებით იყო შესრულებული, წლის არტისტის წოდება მიენიჭა.

10447350_673907289348291_712732853_n

აკიანეს შემოქმედებით დაინტერესდა მედიაც. მისი ისტორია ხალხში უცბად გავრცელდა. დიდი აღიარების შემდეგ გოგონას ეწოდა გენიოსი, საოცრება, ბროლის ბავშვი, ინდიგო, მაცნე, რაღაცის მაუწყებელი, ფანტაზიორი, მოციქული… და 21 საუკუნის პირველი, ნამდვილი, დიდი მხატვარი.

„გარდასახვა“ 16 წლის ასაკში შესრულებული

10443759_673906966014990_535373056_n

 „წყლის ანგელოზი“

10466907_673906969348323_1053410_n

ის ახლა 18 წლისაა და კვლავ განაგრძობს თავისი შთაგონების გამოხატვას მხატვრობასა და პოეზიაში. აკიანე ყოველ დილით 4 საათზე დგება და საკმაოდ დიდ დროს ატარებს თავის სამხატვრო სტუდიაში. ხანდახან 4 თვითაც კი რჩება მარტო თავის ნამუშევრებთან და დეტალ-დეტალ ხვეწს მათ. აკიანე დიდ დროს უთმობს ლექსების და რომანების წერასაც. ის არის ავტორი 2 „ბესტსელერისა“: „Her life, her art, her poetry”, “My dream is Bigger than I”. ამავდროულად, არაჩვეულებრივად უკრავს ფორტეპიანოზე, ფლობს 4 ენას, არის მოდის დიზაინერი, ხშირად უკერავს ტანსაცმელს და ეთამაშება თავის 4 პატარა ძმას. მისი ნახატები მოცულია საიდუმლოებით, სიმბოლოებით, გამოცანებით და სჭირდება გაშიფრვა. აკიანეს ნახატები 100 000 დოლარი ღირს, ზოგიერთი კი მილიონად არის შეფასებული. აკიანე გახდა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მხატვარი ბავშვი.

ნინო ალთუნაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები