საერთაშორისო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის Junior Chamber International Georgia-ს თბილისის ლოკალური კომიტეტი, 2014 წლის 14 და 15 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში, ახორციელებს ბიზნეს კონფერენციას, სახელწოდებით “განვავითაროთ შესაძლებლობები“.
ამ კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობები გამოამჟღავნონ.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოში წამყვანი კომპანიების, ბანკების და ვებ-გვერდების დამაარსებლები და მენეჯერები განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორებიცაა: მენეჯმენტი, პიროვნული და ორგანიზაციული ეფექტურობის საფუძველი, პროდუქტიული მენეჯერი და ეფექტური ლიდერი; რეკლამა და პიარი, ბრენდინგი- ბრენდის ჩამოყალიბება, პოზიციონირება და მისი განვითარება; ბიზნეს ეთიკა და კორპორაციული კულტურის მნიშვნელობა; გრაფიკული დიზაინის საწყისები და მისი განვითარება საქართველოში.
მოწვეული სპიკერებისა და კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ლინკზე: https://businessconference2014.wordpress.com/
ყველა დელეგატს გადაეცემა საერთაშორისო დონის ორენოვანი სერთიფიკატი.
მარიამ ავაკოვა