საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ, საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. კვლევაში მონაწილეობა 4231-მა სტუდენტმა მიიღო და გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა სტუდენტთა აზრით ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ლიდერი -ოთარ აბესაძე. მას მიენიჭა სტატუსი -„ახალგაზრდა წარმატებული ლიდერი”.
გამოკითხვას ატარებდა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წევრი სტუდენტები და სტუდენტური თვითმმართველობები. გამოკითხვა ჩატარდა თბილისის, თელავის, ქუთაისის, გორის და ბათუმის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებში. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ სტუდენტები. კითხვარი შედგებოდა 5 კითხვისაგან.
გამოკითხვის დაწყებამდე ჩატარდა კვლევის წინასწარი სამუშაოები, რის შედეგადაც დადგინდა იმ ახალგაზრდა ლიდერების სია, რომლებიც გამოირჩევიან საზოგადოებრივი აქტივობებით.
ოთარ აბესაძემ საერთო ჯამში 21 115 ხმიდან 11 103 ხმა დაიმსახურა, რაც წარმოადგენს მთლიანი შედეგის 52.48 %-ს. მეორე ადგილზე გასული კანდიდატი გახლავთ კახა კოჟორიძე, ხოლო მესამე ადგილი მელორ ვაჩნაძემ დაიკავა.
წყარო: info9.ge