”მწვანე ბიბლიოთეკა” – ”მწვანე მუშტის” ახალი ინიციატივა

ახალგაზრდული ორგანიზაციები

[blockquote style=”1″]3 ივნისს, 15:00 საათზე, თსუ-ს I კორპუსის ბაღში სტუდენტური მოძრაობა ,,მწვანე მუშტი” გეგმავს აქციას სახელწოდებით ,,მწვანე ბიბლიოთეკა” . [/blockquote]

“მწვანე ბიბლიოთეკა” არის სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტის” ინიციატივა, რომლის მიზანია შეიქმნას თავისუფალი სივრცე კულტურული და საგნმანათლებლო განვითარებისთვის საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. დღეს საქართველოს უამრავ სოფელში არ ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, ახალგაზრდებს არ აქვთ წიგნები, ვერ ეცნობიან მეცნიერებისა და ხელოვნების სიახლეებს. “მწვანე ბიბლიოთეკის” ფარგლებში გაიმართება: დისკუსიები, კინოჩვენებები, ლექციები და ადგილობრივ ბიბლიოთეკებს გადაეცემათ წიგნები. ჩვენი აზრით სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ განათლების უფლება, ძნელია ისაუბრო უკეთეს მომავალზე. შენ შეგიძლია შეცვალო ყოველივე ეს. 3 ივნისიდან – 5 ივნისის ჩათვლით(გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე), 15 საათიდან 20:00 საათამდე, თსუ-ს ბაღში, მოიტანე თუნდაც ერთი წიგნი. თუ წიგნს თან დაურთავ წერილს, სადაც მომავალ მკითხველს მოუყვები საკუთარ ემოციებზე, მისცემ რჩევებს ან უბრალოდ გულითადად მოიკითხავ, მოგვიანებით შესაძლოა პასუხიც მიიღო.

შემოუერთდი ”მწვანე ბიბლიოთეკას”

551 50 01 89 ხატია მაღლაფერიძე
551 52 39 75 მაქი კვიციანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები