31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, 13:00 საათზე ქუჩის მუსიკის ფესტივალი დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მასში მონაწილეობა 600–მდე მუსიკოსმა, 90 ქართულმა ჯგუფმა და 50–მდე სოლო მომღერალმა მიიღო. სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, ქართველების გარდა, 8 ქვეყნის შემსრულებელმა წარმოადგინა.
როგორც „ქუჩის მუსიკის ფესტივალის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა – მარიამ დიაკონიძემ განაცხადა, ღონისძიება უკვე მესამედ ჩატარდა და აშკარა პროგრესი იგრძნობა, ეს აისახება მონაწილეების რაოდენობაზეც, რომელიც, ფაქტობრივად, გაორმგებულია წინა ფესტივალებთან შედარებით. ამ პროექტის მიზანია, მუსიკის პოპულარიზაცია, არაპროფესიონალი მომღერლების საზოგადოებისთვის გაცნობა.
როგორც მონაწილეებმა განაცხადეს, „ქუჩის მუსიკის დღე“ მათვის საკმაოდ დიდი გამოცდილებაამ, ამ ფორმით მათ საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალება მიეცათ.
მუსიკალური ღონისძიების ცენტრი რუსთაველის მეტროსთან იყო, ასევე მთელი რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე და ტაბიძის ქუჩაზე, თითოეულ ჯგუფს 20 წუთი ჰქონდა გამოსვლისთვის, რაც სავსებით საკმარისი იყო საკუთარი პროგრამის წარსადგენად. როგორც უკვე აღვიშნეთ, ფესტვალში მონაწილება მიიღო სხვადასხვა ქვეყნის ჯგუფებმაც, სწორედ მათ დახურეს ღონისძიება – „იგრძენი ქუჩის გულისცემა“.
სოფო ქობულაძე