ევროპის აკადემიურმა ცენტრმა გორელ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამები შესთავაზა

გაცვლითი პროგრამები

ევროპის აკადემიურმა ცენტრმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზენტაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამას, ტრენინგებსა და სემინარებს და მიიღეს შეთავაზება მათში მონაწილეობაზე.

პრეზენტაციის ძირითადი თემები იყო:

[list][item icon=”59141″ ] ადგილობრივი და მიმდინარე წელს არსებული გაცვლითი პროგრამები[/item][/list]

[list][item icon=”59141″ ]ევროპასა და აშშ-ში მიმდინარე გაეროს მოდელირების პროგრამები[/item][/list]

[list][item icon=”59141″ ]მადრიდის, ბარსელონასა და რომის როგორც საზაფხულო სკოლების, ისე სტაჟირების აქტუალური პროექტები[/item][/list]

  • 1980226_720551821341804_8030677198721065671_o
  • ამასთანავე, გორის უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიურ ცენტრს შორის დაიდო შეთანხმება სამომავლო რეფერენდუმის გაფორმების შესახებ. ამ რეფერენდუმის მიზანი გორელი სტუდენტების საერთაშორისო პროექტებში ჩართვაა.

ევროპის აკადემიური ცენტრი 2009 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ პროგრამის ფარგლებში 7000-ზე მეტი ადამიანი გადაამზადა. ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად განათლების დონის ამაღლებასა და ხელშეწყობას ისახავს.

სოფო თინიკაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები