10 ყველაზე უცნაური წინასაგამოცდო “ტრადიცია”

საინტერესო ფაქტები

ვინაიდან გამოცდების პერიოდი დაგვემთხვა, ვარჩიეთ, რომ მსოფლიოში ცნობილი 10 ყველაზე უცნაური წინასაგამოცდო “ტრადიცია” შემოგთავაზოთ:

10 ადგილი “იყავი მართალი!” – გამოცდის წინ ყოველთვის შეეცადე, რამე კარგი საქმე გააკეთო. დაეხმარო ვინმეს ქუჩაში ან, თუნდაც, ავტობუსის ბილეთი შეიძინო და “ლეგალურად” იმგზავრო.

9 ადგილი “წარმატებული გზა” – აირჩიეთ ის გზა, რომელზეც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგიმართლათ და იმ გზით წადით გამოცდაზე.

8 ადგილი “თილისმა” – იქონიეთ ნივთი, რომელსაც თილისმად აღიქვამთ.

7 ადგილი “თავდაყირა” – ზოგ სტუდენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, სახლში ყველა სკამის ყირამალა დაყენება. ზოგს, ალბათ, გამართლებია ამ ხერხით.

6 ადგილი “წარმატება ბალიშის ქვეშაა” – გამოცდის წინა ღამეს დაჭრილ ქაღალდებს ვარიანტები მიაწერეთ, გაგვირებისას კი ერთ-ერთი ამოიღეთ. როგორც სტუნდენტების ნაწილი ამტკიცებს, გამოცდის დროს ზუსტად ეგ ვარიანტი ამოსდით.

5 ადგილი ” ხურდა ფული” – გამოცდამდე, ფეხსაცმლის ქუსლქვეშ ხურდა ფული დადეთ, სასურველია, იმ რიცხვის რამდენი ქულის იმედიც გაქვთ.

4 ადგილი “თმები არ შეიჭრა!” – მიჩნეულია, რომ თმის შეჭრას მოყვება ცოდნის რაღაცა ნაწილის მოჭრაც. აგრეთვე, მსგავსი საკმაოდ უცნაური “ტრადიცია”, თავის არდაბანასთან დაკავშირებით.  ტრადიციის თანახმად, წყალს მეცადინეობის დროს მიღებული ცოდნა გაჰყვება.

3 ადგილი ” მარცხენა წინ!” – უცნაურია, როდის მოახერხა მარცხენა ფეხმა ამდენი დადებითი აურის მითვისება, თუმცა მესამე “ტრადიციის” თანახმად, ლოგინიდან მარცხელან ფეხით უნდა ადგეთ, მარცხენა ფეხით შეაბიჯოთ საგამოცდო აუდიტორიაში და ტესტიც კი მარცხენა ხელით აიღოთ.

2 ადგილი “ტკბილეულის ძალა” – გამოცდის ღამეს, შაქრის რამდენიმე ნაჭერი საგამოცდო ფურცელზე დადეთ. მიიჩნევენ, რომ ტკბილი კარგ ქულას მოიზიდავს.

და ბოლოს,

1 ადგილი “მოდი, წარმატებავ” – ბევრი სტუდენტი მიიჩნევს, რომ გამოცდის ღამეს ფანჯრიდან უნდა დაიყვირო – მოდი, წარმატებავ, ჩამაბარებინე! ითვლება, რომ წარმატებული ის სტუდენტი გამოდგება, ვინც უფრო ხმამაღლად ყვიროდა ღამღამობით.

ამდაგვარი “ტრადიციები” მსოფლიოს მასშტაბით არსებობს და მათი უმეტესობა, როგორც მიხვდით, აბსურდულია. ისეთივე აბსურდული, როგორც ერთი და იმავე ტანსაცმელში მისვლა გამოცდაზე, რადგან ზუსტად ამ ტანსაცმელში ერთხელ უკვე გაგიმართლა. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, უბრალოდ გადაავლოთ თვალი საგამოცდო საკითხებს შაქრისა და ხურდების დაყრის მაგივრად.

გისურვებთ წარმატებას!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები