საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის აქცია რუსთაველზე

კატეგორიის გარეშე

საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის აქცია გაიმართა სახელწოდებით ”შეწყდეს საყდრისის განადგურება”. აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წევრები. აქციის წარმამდგენლების მოთხოვნა არის, რომ შესრულდეს ის 3 ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც ამ დროის განმავლობაში აყენებდნენ: 1)გამჭვირვალედ შესრულდეს სამუშაოები 2)ჩამოიყვანონ საერთაშორისო დონის ექსპერტები 3)მოხდეს სამუშაოების შეწყვეტა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების ცნობით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დღეს აპირებდნენ უშუალოდ ძეგლზე სამუშაოების ჩატარებას, კომიტეტის  ერთერთმა წევრმა დავით გულბანმა აღნიშნა ”მოგვივიდა ინფორმაცია, რომ დღეს გაძლლიერებულად აპირებენ შესვლას და საყდირისის ნგრევის პროცესის გაგრძელებას, რაც სამწუხაროდ ორი კვირის განმავლობაში ჩვენი თვალით ვუყურებდით, როგორ ჩამოაცალეს კულტურული ფენა ერთი ნაწილიდან, აპირებდნენ მეორე ნაწილის დაწყებას, რადგან დაიწყეს მოსამზადებელი სამუშაოები იმისტვის, რომ მძიმე ტექნიკა შესულიყო, ამიტომაც ეს არის გამაფრთხილებელი აქცია.” კომიტეტის წევრები ნდობას არ უცხადებენ კულტურის სამინისტროს მიერ ჩამოყვანილ უცხოელ  ექსპერტებს და მოითხოვენ, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გახადონ საჯარო. ამ აქციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ტავმჯდომარემ კახა კჟორიძემ განაცხადა, რომ ის რაც მიმდინარეობს საყდრისის მაღაროზე, არის უკანონობა. ისინი მოითხოვენ, რომ ბათილად იქნებს ცნობილი კულტურის სამინისტროს ი აქტი, რითაც იგი კომპანიას აძლევს ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლებას. ”ჩვენ ამ პროცესში სამართლებრივი გზით ვარტ ჩართულები, ვფიქრობთ, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც კულტურის სამინისტროსა და მთავრობის მიერ იქნა მიღებული, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ჩვენ ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ ამ საკითხთან დაკავშირებით” – აღნიშნა კახა კოჟორიძემ. აქციაში მონაწილეობდნენ სტუდენტებიც და მოსწვალეებიც და უერთდებოდნენ აქციის მოთხოვნებს-” ჩვენ დღეს ვიცავთ საყდრისს, იგი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და უნდა გადავარჩინოთ იგი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სამუშაოები შეჩერდეს. ყველას მოვუწოდებტ, რომ მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდში და ერთად გადავარჩინოთ საყდრისი”-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლუკა მგალობლიშვილმა.

კომიტეტის წევრების განცხადებით, ისინი აქციას გამართავენ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი ყველა მოთხოვნა და მოუწოდებენ საზოგადოების წევრებს, რომ შეუერთდნენ მათ კაზრეთში კარვების აქციაში.

ანა სარალიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები