თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სთავაზობს სტუდენტებს გახდნენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დამუნჯებული იშვიათი ქართული ლექსიკური ერთეულების – სიტყვების შემკრებნი.
ზემოაღნიშნული ონომასტიკის ცენტრის თანამშრომლები მზად არიან დახმარება და კონსულტაცია გაუწიონ სტუდენტებს, რომლებიც მოისურვებენ თავის მშობლიურ რეგიონებში, საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში, ჩაწერონ, აღწერონ და იკვლიონ ქართული ონომასტიკური მასალა, კერძოდ:
• ადგილის სახელები – ტოპონიმები;
• მდინარეთა სახელები – ჰიდრონიმები;
• ადამიანთა სახელები – ანთროპონიმები;
• ცხოველთა სახელები – ზოონიმები;
• ღვთაებათა სახელები – თეონიმები;
• ციურ სხეულთა სახელები – კოსმონიმები.
დამატებითი ინფორმაციისა თუ კონსულტაციისათვის დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ ქართველური ონომასტიკის ს/კ ცენტრის ხელძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ პაატა ცხადაიას; თსუ მე-8 კორპუსში, ოთახი №313, ქართველური ონომასტიკის ს/კ ცენტრი.
რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით ქართველური ონომასტიკის ს/კ ცენტრის თანამშრომელს დოდო შონიას ამა წლის 25 ივნისამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: 5 58 24 36 67; ელექტრო ფოსტა: [email protected]