ანაზღაურებადი სტაჟირება 28 ქვეყანაში

გაცვლითი პროგრამები

გამოიყენე შანსი, რომელსაც მხოლოდ ელსა გთავაზობს!

გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება მსოფლიოს 28 ქვეყანაში!

მიიღე ფასდაუდებელი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება!

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ელსა) თბილისი იწყებს STEP (STEP – Students Trainee Exchange Programme, სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამები) პროგრამით შემოთავაზებული სტაჟირებების შესახებ პრეზენტაციებს!

პრეზენტაციის ფარგლებში თქვენ მიიღებთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ამჯერად აქტიური 79 სტაჟირების თაობაზე, შეიტყობთ პროგრამის სხვა მნიშვნელოვან დეტალებს და მიიღებთ პასუხებს აღნიშნულ სტაჟირებასთანდაკავშირებულ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

პრეზენტაციების ჩატარების განრიგი–

1. სოხუმის უნივერსიტეტი – 28 აპრილი, 16:00 სთ

2.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-29 აპრილი 14:00 სთ, აუდიტორია N 135 (მცირე საკონფერენციო)

3. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 30 აპრილი, 14:00 სთ , აუდიტორია N 101.

4. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი- 1-ლი მაისი, 14:30 სთ, საკონფერენციო დარბაზი.

5. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – 1-ლი მაისი, 16:00 სთ, აუდიტორია N 26.

6.საქართველოს უნივერსიტეტი– 2 მაისი,14:00 სთ,აუდიტორია N 420.

პრეზენტაციები იგეგმება ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და ,კავკასიის უნივერსიტეტსა.უნივერსიტეტებში პრეზენტაციის ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

პრეზენტაციის დღეს, ასევე შეგიძლიათ წარადგინოთ ელსაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი დოკუმენტები – .

· შევსებული გასაწევრიანებელი ბლანკი;

· შევსებული კითხვარი;

· სტუდენტის ცნობა ან უმაღლესი იურიდიული განათლების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

· სამოტივაციო წერილი (რომელიც უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: ა) რატომ გსურთ ასოციაციაშიგაწევრიანება? ბ) თქვენი აზრით რას მოგცემთ წევრობა? გ) რა სარგებელი შეგიძლიათ მისცეთ თქვენი წევრობითასოციაციას?)

· რეზიუმე (CV);

· პირადობის მოწმობის ასლი

·1 ფოტოსურათი (3×4 ან ბიომეტრიული), როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმით.

გამოიყენეთ და გახდით ასოციაციის აქტიური წევრები!

სააპლიკაციო ფორმა და კითხვარი შეგიძლიათ ჩამოტვირთოს ელსას ოფიციალური გვერდიდან( http://elsa.ge/wevroba.php )

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

✆ (+995 595) 039 239

ნინო კიკნაველიძე– სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების სფეროში ელსა თბილისის აპარატის უფროსი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები