ჩვენი მიზანი არის უსახლკარო ადამიანების პრობლემების გამოვლენა და შემდეგ გადაჭრის გზების მოძიება საზოგადოების ჩართულობით.(თქვენი მონაწილეობით)
საქართველოში და არა მარტო საქართველოში არის სიღარიბის პრობლემა, რომელიც არა თუ მცირდება არამედ იზრდება და ამის გამო ადამიანები იძულებულნი არიან იცხოვრონ ქუჩაში.
არავინ იცის ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ოჯახია საქართველოში თავშესაფრის გარეშე.
თუმცა 1000 ობით ადამიანი არის საქართველოში , რომელსაც არ აქვს საკუთარი სახლი, ცხოვრობს ქუჩაში თუ სხვადასხვა თავშესაფარში და ფულის თხოვნით არსებობს.
ჩვენ გადავწყვიტეთ გავერთიანდეთ სიღარიბის წინააღმდეგ.
ჩვენ გვსურს გავხდეთ ის თაობა , რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე რომ დადებითად შევცვალოთ ამ კუთხით არსებული რეალობა.
ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ გააქტიურდნენ და ჩაერთონ ჩვენს პროექტში.
ჩვენი მიზანია თითოეული უსახლკარო ადამიანის ხმა და სახელი გახდეს ცნობილი. გავიგოთ მათი თითოეული პრობლემის შესახებ. რამ აიძულა ისინი ეცხოვრათ ქუჩაში.
პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას უსახლკარო ადამიანებზე და მათ ცხოვერაბაზე. ამისათვის გადავწყვიტეთ შვხვდეთ ასეთ ადამიანებს და ვესაუბროთ, გამოვკითხოთ პრობლემების შესახებ. ასევე მოვახდინოთ ინფორმაციის ფოტო და ვიდეო ჩაწერა, ასევე დაიწეროს სტატიები.
ხარ აქტიური მოქალაქე? გაწუხებს შენს ქვეყანაში მცხოვრები უსახლკარო ადამიანების ბედი (რომლებსაც სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო ქუჩაში უწევთ ცხოვრება და ფულის თხოვნით ირჩენენ თავს)
ჩაერთე ჩვენს პროექტში
გადაიღე ვიდეო, ფოტო , დაწერე სტატია უსახლკარო ადამიანების ცხოვრებაზე. გაიგე მათ შესახებ და გააგებინე საზოგადოებას. (მასალის გამოგზავნის ბოლო ვადა არის 30 აპრილი)
აქვე შეგიძლიათ იხილოთ ის კითხვები, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა მოიძიოთ ინფორმაცია(შექმნათ ვიდეო , ფოტო, სტატია) იმისთვის რომ მიიღოთ მონაწილეობა პროექტში.
https://docs.google.com/
რას მიიღებ პროექტში მონაწილეობით?
-თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს საზოგადოებაში არსებული პრობლემის გამოვლენაში და შემდგომ აღმოფხვრაში.
-მოგეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღოთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამართულ ფორუმზე, რომელშიც 500 მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.(მათ შორის საერთშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომაგენლებიც)
-თქვენს მიერ შექმნილი ვიდეო, ფოტო ან სტატია, გამოქვეყნდება ინტერნეტ სივრცეში.
-თქვენ გადმოგეცემათ JCI-ის სერთიფიკატი , როგორც აქტიურ მოქალაქეს.
გავერთიანდეთ სიღარიბის წინააღმდეგ !
კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ :
ივენთის ლინკი : https://www.facebook.com/events/700184990046268/?ref_dashboard_filter=upcoming&source=1