ლონდონი უდიდესი შესაძლებლობების მქონე ქალაქია, რაზეც აქ არსებული უნივერსიტეტების რაოდენობაც მიუთითებს. ლონდონი ინგლისის ყველაზე დიდი ქალაქია, რის გამოც, სულ ადვილად შეიძლება დაიკარგოთ მის შემოგარენში. თუმცა, ნუ შეშინდებით და დარწმუნებული იყავით, რომ აქ სტუდენტობის საუკეთესო წლებს გაატარებთ!
ლონდონს მთელს ინგლისში საუკეთესო ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემა აქვს, რომელიც მოიცავს ტრამვაის, მეტროსა და ავტობუსებს. ასე რომ, მთელს ქალაქში მოგზაურობა ძალიან ადვილია. სტუდენტებისათვის, უნივერსიტეტში წასასვლელად, უკეთესია ავტობუსი და მეტრო. ლონდონს გარეთ გამგზავრებაც ასევე მარტივია მატარებლის საშუალებით. გარდა ამისა, ლონდონს უზარმაზარი საველოსიპედო ბილიკების სისტემა აქვს, რომელიც ყველა ძირითად გზას მიუყვება, მთელს ქალაქში.
ღამის ცხოვრება
ლონდონში უამრავი სტუდენტური ბარი თუ კლუბია, რომლებიც, ყველანაირი გემოვნების ადამიანს მიანიჭებს სიამოვნებას. აქ სასმელების ფართო არჩევანია სხვადასხვა ფასად. სტუდენტურ ღამის კლუბებში ფასები შედარებით იაფია.
აი, რამდენიმე ტოპ სტუდენტური კლუბი, რომელიც სხვადასხვა გემოვნების ხალხს დააკმაყოფილებს:
მიუხედავად იმისა, რომ ანდერგრაუნდ ინდი მუსიკისათვის სცენები მთელს ქალაქში ძალიან გავრცელებულია, Camden თამამდ შეგვიძლია დავასახელოთ ინდი მუსიკის საუკეთესო კერად.
რაც შეეხება, პოპსა და რეტროს, აქ უამრავი კლუბი გვთავაზობს 60-იანებისა თუ 90-იანებისადმი მიძღვნილ საღამოებს. ასევე, უახლესი ჩარტების ჰიტებს. ასეთ კლუბებს შორის გამოირჩევა Zoo Bar, Zig Zag და Los Locos.
ლონდონი არაჩვეულებრივი ადგილია როკისა და მძიმე მეტალის მოყვარულებისათვისაც. ამ ჟანრის კლუბებს შორის გამორჩევა: Crobar და The Hobgoblin.
აქ, ასევე, შეხვდებით უამრავ რნბ, ჰაუს, დაბსტეპისა თუ ტექნოს კლუბს. ასე რომ , ყველა ადამიანის გემოვნება დაკმაყოფილდება.
დღის ცხოვრება
როგორც ბრიტანეთის უდიდესი ქალაქი, ლონდონი წასახემსებელი ადგილების უდიდეს არჩევანს გთავაზობთ. აქ საჭმელების მრავალფეროვნებაა: დაწყებული თურქული, დამთავრებული ავსტრალიური სამზარეულოთი. შეგიძლიათ, ესტუმროთ უზარმაზარ რესტორნის ქსელებს, როგორებიცაა: Pizza Express, Zizzi’s და Nando’s. ასევე, გამორჩეული და ყველაზე „გემრიელი“ რესტორნებია Chipotle, Café Emm, Franco Manco და ბევრი სხვა.
ლონდონში უამრავი მოსანახულებეი ადგილია, დაწყებული უზარმაზარი სავაჭრო ცენტრებით, დამთავრებული ქალაქის უმშვენიერესი პარკებით. აქ ნამდვილად არ მოგაკლდებათ გასართობი მთელი წლის განმავლობაში, რაც, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაც იზიდავს იგი ამდენ სტუდენტს მთელი მსოფლიოდან.
Camden Town და Oxford Street მშვენიერი ადგილებია საშოპინგოდ და დროის სახალისოდ გასაყვანად ბარებსა თუ პიცერიებში.
ლონდონში უამრავი მუზეუმია და მათ შორის ძალიან ბევრი – სტუდენტებისათვის უფასო. ასეთებია: London Science Museum, Imperial War Museum, Natural History Museum და სხვანი.
ლონდონის პარკებში ხშირად ტარდება ფესტივალები, რომელთა შორის საუკეთესოა The Wireless Festival, რომელიც ჰაიდ პარკში ტრდება.
სპორტის მოყვარულ სტუდენტებს აქ უამრავ ფასდაკლებას სთავაზობენ სპორტულ დარბაზებში. საცურაო აუზები კი ძალიან ბევრია მთელს ქალაქში და ფასებიც არ გამოირჩევა სიძვირით.
საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად
ლონდონის შემოგარენში ასობით სტუდენტური საცხოვრებელია, ამიტომ, ქალაქის თითქმის ნებისმიერ ნაწილში, მათი დიდი არჩევანია. სტუდენტებისათვის უკეთესია – ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბინის დაქირავება, რადგან, ნებისმიერი საჭირო დაწერებულება ახლომახლო გექნებათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრანსპორტში გაცილებით ნაკლები თანხა დაგეხარჯებათ, ვიდრე გარეუბნებიდან მგზავრობის შემთხვევაში.
სტუდენტური საცხოვრებლების საშუალო რენტა კვირაში 80-სა და 130 ფუნტს შორის მერყეობს.
თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა
www.savethestudent.org