თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სტიპენდიები თსუ-ის შემდეგ ფაკულტეტებზე გამოცხადდა:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით 10:00 საათიდან – 17:00 საათამდე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში (თსუ-ის I კორპუსი, II სართული, ოთახი N208)
განაცხადის ფორმა
განაცხადის ფორმასთან ერთად უნდა წარმოადგინოთ ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან.
იურიდიული ფაკულტეტი
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია :
1) პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადების ფორმა ;
2) პირადობის მოწმობის ასლი ;
3) წინა სემესტრის განმავლობაში (2013 წლის 12 აგვისტოდან ა.წ. 14 თებერვლამდე) საქართველო ში ან საზღვარგარეთ ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის / გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი /დოკუმენტები ( დათარიღებული სერთიფიკატი ან ცნობა ), ასეთის არსებობის შემთხვევაში. ( რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
4) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის /ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. (სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2013 წლის 12 აგვისტოდან ა.წ. 14 თებერვლამდე) , რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით );
5) ,, საქართველოს ბანკის “ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი .
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 25 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით (10– დან 17 საათამდე , შესვენება 13-დან 14 საათამდე ), იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი : თბილისი , ი . ჭავჭავაძის გამზ . №3, ოთახი N117.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
თსუ II კორპუსი ( ოთახი #158; თსუ XI კორპუსი (ოთახი #303)
თსუ-ის სხვა ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიები ჯერ არ გამოცხადებულა.