მოსიარულე წიგნების აქცია წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

ახალგაზრდული ორგანიზაციები

“ინტელექტუალური კლუბი “წიგნის მეგობრები” უერთდება 23 აპრილის “წიგნის ჩუქების” ტრადიციის დამკვიდრებას. გარდა იმისა, რომ გარშემომყოფების გახარებას შევძლებთ, “წიგნის მეგობრების” სურვილია, არ დავივიწყოთ საქართველოში და უცხოეთში მყოფი ის ქართველები, ვისაც სურვილი აქვს და არ აქვს საშუალება, რომ ქონდეთ წიგნები.

გთავაზობთ! ვისაც გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, შეუერთდით ჩვენს პროექტს – “მოსიარულე წიგნები”
(ინფომრცაია იხილეთ მოცემულ ბმულზე http://bit.ly/1ljztqu )

მაღალმთიან სოფლებში “მოსიარულე ბიბლიოთეკა”-სთან დაკავშირებით ინფორმაციას კი გაეცანით აქ http://bit.ly/1kLplZ9 )
——————

23 აპრილს, 11:00 საათიდან დღის ბოლომდე შეგიძლიათ შეუერთდეთ მოსიარულე წიგნების აქციას. (მის: რუსთაველის 21, “დავითიანნის” ოფისი)

სურვილისამებრ წიგნებს თან დაურთეთ სამახსოვრო წერილები. ყოველი სტუმარი “წიგნის მეგობრებისგან” სანიშნეებსაც მიიღებს და ბევრ საინტერესო ინფორმაციასა და ინიციატივასაც გაეცნობა.

მომავალში კი შეძლებისდაგვარად მსურველები შეძლებენ კლუბის წევრებთან ერთად მოიაროთ საქართველო წიგნის მეგობრების ” მოსიარულე ბიბლიოთეკასთან” ერთად.

ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.

23 აპრილი კი წიგნთან ერთად ვაქციოთ უსაზღვრო სიყვარულით და სითბოთი სავსე დღედ.

==================
23 აპრილი- წიგნის საერთაშორისო დღე
http://on.fb.me/PfrcZW “

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები