ქობულეთში გაცვლითი პროგრამით ჩამოსულმა 48 უცხოელმა 15 ხე დარგო

ახალგაზრდული ორგანიზაციები

RICDOG-მა “ახალგაზრდობა მოქმედებაში” პროგრამის „Who Will Remember Me” ფარგლებში ქობულეთში 15 ხის ნერგი დარგო. აქციაში 6 ქვეყნის 48 წარმომადგენელი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. “თაობათა დიალოგს” მხარდაჭერა გამოუცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა და აქციის განხორციელებისთვის პროგრამის მონაწილეები დასუფთავებისთვის საჭირო ხელსაწყოებითა და ხის ნერგებით უზრუნველყო.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” ქობულეთში “ახალგაზრდობა მოქმედებაში” პროგრამის ფარგლებში გაცვლით პროგრამას სახელწოდებით „Who Will Remember Me” ახორციელებს .
პროგრამის პრიორიტეტული თემაა ევროპული ცნობიერების ამაღლება და გარემოს დაცვა.

გაცვლით პროგრამაში სულ 6 ქვეყნის 48 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
პროგრამა 10 აპრილს დაიწყო და 19 აპრილს დასრულდება.

studpress.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები