კონფერენცია “საქართველო ნარკოტიკების, ნარკომანიის გარეშე”

უნივერსიტეტების სიახლეები

თსუ – სტუდენტური ფორუმის ინიციატივით, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი , 2014 წლის 20 და 21 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს კონფერენციას თემაზე: საქართველო ნარკოტიკების, ნარკომანიის გარეშე.

კონფერენციის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ნარკომანიის შესახებ ცოდნის წარმოება; ახალგაზრდა მეცნიერთა პოზიციის გამოვლენა მათ მიერ აღწერითი, შეფასებითი, თუ ახსნითი მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, ნებისმიერი ფაკულტეტიდან, რომლებიც გამოთქვამენ დაინტერესებას და 15 მაისამდე გამოგზავნიან ნაშრომის ელექტრონულ ვერსიას მისამართზე: [email protected], (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: კონფერენცია, საქართველო ნარკოტიკების, ნარკომანიის გარეშე).

ნაშრომის ფორმატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
მოცულობა: მინიმუმ – 2000, მაქსიმუმ – 6000 სიტყვა; (6-8 გვერდი თავფურცელის და ბიბლიოგრაფიის გარეშე)
შრიფტის ზომა: 12; დაშორება 1.5
შრიფტი: Sulfaen
გამოყენებული ლიტერატურის მითითება: APA ან Chicago სტილში.
თავფურცელი: უნივერსიტეტის დასახელება, ფაკულტეტი, მიმართულება, კურსი, აკადემიური ხარისხი, თემის სათაური.

საკონტაქტო ინფორმაცია: ი. ჭავჭავაძის # 13, უნივერსიტეტის VIII კორპუსი, ოთახი: 306,

ტელ.: +(995 32) 229 23 35;
საკონტაქტო პირი: მაგდა ჯავახიშვილი

თეზისების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი
ნაშრომები უნდა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 15 მაისამდე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები