ყველაზე ,,განათლებული’’ ქვეყნები

რეიტინგები

განათლების სექტორი ქვეყნების მდგომარეობის წარმოდგენაში დიდ როლს თამაშობს. მის დიდ მნიშვნელობას არც ერთი ქვეყანა არ უარყოფს, თუმცა განათლების მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად, მხოლოდ 90%-ით განვითარებულ ქვეყნებში მაინც აღინიშნება. არადა, დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში განათლების გარეშე თვითგადარჩენა, შეიძლება ითქვას, შეუძლებელია. ქვეყნების დაწინაურებაში ამ ქვეყნის მოსახლეობის განათლების დონე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ქვემოთ მოცემულ ყველაზე განათლებული ქვეყნების სიას თუ გადავხედავთ, ამაში ნამდვილად დავრწმუნდებით:

რანგი ქვეყანა განათლებული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი
1. კანადა 51%
2. ისრაელი 46%
3. იაპონია 45%
4. აშშ 42%
5. ახალი ზელანდია 41%
6. სამხრეთი კორეა 40%
7. გაერთიანებული სამეფო 38%
8. ფინეთი 38%
9. ავსტრალია 38%
10. ირლანდია 37%

განათლების მხრივ, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების დონე მკვეთრად განსხვავდება. წარმატებული ქვეყნებისთვის ცოდნა დიდი იარაღია, იმდენად დიდი, რომ ის მათ მთელი სამყაროს კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.

სოფიკო თინიკაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები