მაშინ, როდესაც მულტიკულტურალიზმი და მისი ცნება მთელ მსოფლიოს მოედო, საინტერესოა საქართველო მსოფლიო მულტიკულტურალიზმის ფონზე. არის კი საქართველო მულტიკულტურული და ექმნება თუ არა მას რაიმე საფრთხე ამ ფენომენისგან?
საქართველოს სხვა კულტურებთან თანაარსებობის დიდი გამოცდილება ოდითგანვე აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ქართლში გვერდიგვერდ სახლობდნენ ქართველები, სომხები, ხარაზები, ებრაელები, ასურელები და ბერძნები.[1] ყველაზე ადრე კი, საქართველოს არაქართველ მოსახლეობას შორის ებრაელები მოსულან. ლეონტი მროველი, ებრაელთა პირველ ჩამოსახლებას ძვ.წ VI ს-ში ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს: “მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალიმი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი” (ქც. 1955, გვ. 15-16). ქართლში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ფიქსირდება, რომ ამ ტერიტორიაზე ებრაული კოლონიები არსებობდა.
საქართველოში ელინური კუტურის გავლენაც დიდი იყო. ჯერ კიდევ კოლხეთში, საზღვაო სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ქართველურ ტომები ბერძნებს უკავშირდებოდნენ, რაზეც კოლხური არქიტექტურაც მეტყველებს, სადაც შესულია ელინისტური ელემენტები. რაც შეეხება იბერიის ტერიტორიას, ძველიიბერიისმიწა-წყალზეაღმოჩენილიაელინისტურიხანისბევრისხვამონეტა: ალექსანდრე მაკედონელისდრაქმა (კაჭრეთისრაიონისოფ. მახარაძე), ელინისტურიეგვიპტისმმართველისპტოლემაიოსფილომეტორის (181/180–145) სპილენძისმონეტა,სელევკიდებისსირიისმეფეებისდემეტრეპირველსოტერისა (დიღომი) დაანტიოქოზევერგეტის (ცხინვალი) სპილენძისმონეტები და სხვა.[2]
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას დიდი კავშირები ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, რაზეც მათი ენობრივი მსგავსებაც მიუთითებს. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ V საუკუნის ქვემო ქართლში ღვთისმსახურება სომხურ ენაზეც მიმდინარეობდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ტერიტორიაზე ქართველებთან ერთად სიმხური მოსახლეობაც ცხოვრობდა. „სომეხთა მნიშვნელოვანი რაოდენობა შემოსახლებულა საქართველოში XV საუკუნეში.[3]
ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გვერდით ასევე სახლობდნენ ჩერქეზები, ოსები, ქისტები, ლეკები, ხარაზები, რუსები, იტალიელები, გერმანელები და სხვა. საქართველოში ასეთი კულტურული მრავალფეროვნება პირველ რიგში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით იყო განპირობებული. მოგეხსენებათ უძველესი აბრეშუმის გზის ერთ–ერთი განშტოება საქართველოზე გადიოდა, რაც სხვადასხვა კულტურათა თავმოყრას იწვევდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში. ამის გამო, თბილისი ოდითგანვე მულტიკულტურული იყო. ისტორიის განმავლობაში, ქართულ კულტურას ერწყმოდა არაბული, ბერძნული, რუსული, იტალიური და სხვა კულტურები. ეს ყველაფერი ზოგჯერ საქართველოს დაპყრობით იყო განპირობებული, როდესაც დამპყრობლები ძალით ცდილობდნენ ქართული კულტურის მოსპობას, ქართველთა ანექსიას და საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთ ხალხებს ასახლებდნენ. ჩამოსახლებული მოსახლეობის ადათები ეთვისებოდა ადგილობრივ კულტურას და დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა სახეცვლილი წეს–ჩვეულებები. ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“ წერს: რომ იბერიამ „532 წელს თავისუფლება დაჰკარგა და 627 წლამდე თითქმის განუწყვეტლივ სპარსეთის ხელთ იყო… ხანგრძლივი ბრძოლის შემდგომ, ლაზიკა მაინც ბიზანტიელებმა შეინარჩუნეს. ამგვარად დასავლეთი საქართველო განსაკუთრებით ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო, აღმოსავლეთი საქართველო კიდევ სპარსეთის გავლენას ექვემდებარებოდა, მაგრამ ამასთანავე როგორც იბერიაში ბიზანტიელების კულტურა ძლიერიიყო, ისევე ლაზიკაში სპარსეთის კულტურასაც გზა გაკვლეული ჰქონდა.“ კულტურათა თანაცხოვრება ქართველების ტოლერანტობითაც იყო განპირობებული, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, როდესაც დავით აღმაშენებლმა თბილისის აღების შემდეგ (1122 წ.) იმგვარი პოლიტიკა აწარმოა და ისეთი რეფორმები გაატარა, რომელთა მიხედვითაც საქართველოს დედაქალაქში მეჩეთები ააგებინა, არაქრისტიან მოსახლეობას მისცა უფლება, თავიანთი ღვთისმსახურება აღესრულებინათ და მუსლიმ მოსახლეობას გადასახადებზე შეღავათებიც კი დაუწესა.
საქართველოში მართმადიდებლური რელიგიის გვერდით ღვთისმსახურება აღესრულება მუსლიმთა, კათოლიკეთა, გრეგორიანთა და სხვათა მიერ. ასევე საქართველოში არსებობს სხვადასხვა სექტა.
ჩვენი ქვეყანა ლინგვისტური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. საქართველოს სახელმწიფო ენებია ქართული და აფხაზური (აფხაზეთის ავტონომიურ ტერიტორიაზე). ქართულად, საქართველოს ოფიციალურ ენაზე, საუბრობს მოსახლეობის 71%, რუსულად–9%, სომხურად–7%, აზერბაიჯანულად–6%, ხოლო 7% სხვა ენებზე.
საქართველოს მოსახლეობა 2002 წლის მონაცემებით 4,601 მილიონს შეადგენდა. აქედან ქართველები 83,8% შეადგენდნენ; აზერბაიჯანელები–6,5%; სომხები–5,7%; რუსები–1,5%; ოსები–0,9%; ქურთები–0,5%; ბერძნები–0,3%; უკრაინელები–0,2%; ებრალები–0,1%; აფხაზები–0,1%; სხვა–0,4%.[4]
საუკუნეების განმავლობაში ქართული მოსახლეობა მშვიდობიანად ცხოვრობდა სხვა ერის წარმომადგენლების გვერდით, უზიარებდა მათ საკუთარ ადათ–წესებს და ითვისებდა უცხოური კულტურის ელემენტებსაც. დაპირისპირება ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის იშვიათად ხდებოდა და სერიოზულ ფაზაში არასდროს არ გადადიოდა. ამის შესახებ სამწუხარო ფაქტები კი გასულ საუკუნიდან უნდა ვეძიოთ. ვგულისხმობ აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებს, თუმცა აქ ერთ გარემოებას უნდა გაესვას ხაზი: ოსები საქართველოში ეთნიკურ უმცირესობას წამორადგენდნენ, რადგან მათ ჰქონდათ საკუთარი სახელმწიფო ჩრდილოეთ ოსეთის სახით და ოსი ეროვნების მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საქართველოში ცხოვრობდა ეთნიკური ქართველებისა და საქართველოს სხვა მოსახლეობის გვერდით. აქედან გამომდინარე, ცხინვალის კონფლიქტი შეიძლება განვიხილოთ როგორც ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი დავა. (იმისდა მიუხედავად, რომ ამ კონფლიქტის წარმოშობა მესამე მხარის ინტერესებში შედიოდა). რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტს, მას ეთნიკურ ნიადაგზე აღმოცენებულ დაპირისპირებას ვერ ვუწოდებ შემდეგი მიზეზების გამო: ეთნიკური კონფლიქტი ხდება ორ განსხვავებულ, ჩამოყალიბებულ ეთნოსს შორის (ძირითადად ორივე ეთნოსს საკუთარი სახელმწიფო გააჩნია), აფხაზები კი სხვა ეთნოსი არაა და არც საკუთარი სახელმწიფო გააჩნიათ, ვინაიდან, ისინი ქართველები არიან და მათი სამშობლო საქართველოა. გურამ სანადირაძე და ნიკოლოზ სანებლიძე ამაზე გარკვევით წერენ: „ქართველებისა და აფხაზების ნება-სურვილითა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვა-კურთხევით გაერთიანდა ქართლი და აფხაზეთი ათასი წლის წინ (ბაგრატ მესამის მეფობისას) და შეიქმნა საქართველო (სწორედ მაშინ გაჩნდა ეს ტერმინი). ამდენად, ქართველები და აფხაზები არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მკვიდრი მოსახლენი არიან, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელ ერებს წარმოადგენენ. მათი ერთობა საქართველოს არსებობის საფუძველია.“[5] აქედან გამომდინარე ცხადია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი ეთნიკური დაპირისპირება არაა.
დღეისათვის სქართველოს ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობების მიმართ არანაირ პოლიტიკას არ ატარებს და ვფიქრობ, დროული იქნება რეაგირება მოახდინოს ისეთ ზონებში, სადაც ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა დიდი რაოდენობითაა ერთად თავმოყრილი. ამისათვის, საჭიროა გატარდეს შესაბამისი რეფორმები, რომლებიც დააცხრობს ეთნიკურ დავებს და საქართველოში არსებულ მსგავს ტერიტორიებზე, ეთნიკურად ქართველების რიცხვის ზრდას გამოიწვევს. (მხედევლობაში მაქვს ქართული მოსახლეობისათვის ამ ადგილებით დაინტერესება და იქ ნებაყოფლობითი გადასახლება შესაბამისი შეღავათების დაწესებით სახელმწიფოს მიერ). დღეს საქართველოს არაქართველ მოსახლეობას საგრძნობლად ემატებიან ჩინელები, აფროამერიკელები, ინდოელები და თურქები.
მულტიკულტურალიზმს საქართველოსთვის დადებითი აქვს ის, რომ შესაძლოა ახალი დადებითი თვისებების შესწავლა უცხო კულტურათაგან და ჩვენი კულტურის განვითარება. მათთვის ჩვენი ტრადიციების გაცნობა. ასევე, ფაქტია, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოებაც არაა აქტიური. უცხო კულტურებთან კავშირით კი შეგვიძლია მეტად ქმედითუნარიანი გახდეს საზოგადოება.
ახლა ვთქვათ, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს საქართველოსთვის ყოველივე ეს. პირველ რიგში, საშიშროება იმგვარია, როგორიც საფრანგეთსა და იტალიაში. მართალია, ჯერ მაგ დონეზე აქტუალური არაა ეს საფრთხე, თუმცა მომავალში არც მისი არსებობაა გამორიცხული. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველებს მიბაძვა გვიყვარს და ჩვენს საკუთარს ნაკლებად ვუფრთხილდებით, შეიძლება ნელ–ნელა დავივიწყოთ ჩვენი ადათ–წესები. დღეს ახალგაზრდა თაობის ძირითადი ნაწილი უცხოურ სიმღერას უსმენს, წვეულებებზე ქართულ ცეკვებზე მეტს ე.წ. კლუბურს ცეკვავენ. ბარბარიზმებზე ხომ საუბარი ზედმეტია: „ფართი“, „ნიუსი“, „ფეიქი“, „ოკ“, „ქის უი“ და მრავალი სხვა. თუმცა საფრთხე იმისა, რომ ჩვენ კულტურას ჩაანაცვლებს ინდური, ჩინური ან თუნდაც აფროამერიკული ადათები, იმდენად დიდი არაა, თუ ჩვენ არ დავივიწყებთ მათ. შეიძლება შეიცვალოს ჩვენი კულტურა, შეითვისოს მან ახალი ელემენტები, თუმცა ეს საჭიროცაა. თუ ედმუნდ ბერკის სიტყვებს დავეყრდნობით, საჭიროა ცვლილება შენარჩუნებისათვის – “შევცვალოთ, რათა შევინარჩუნოთ.“[6]
ნიკა ჩერქეზია
[1]ლეონტიმროველისმიხედვით, ძველქართლში, ქართულთანერთად, რამდენიმესხვაენაცისმოდა. მემატიანეკონკრეტულადწერს: “დაიყვნესქართლსესრეთაღრეულყოველნინათესავნი, დაიზრახებოდაქართლსაშინაექუსიენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაულიდაბერძნული. ესეენანიიცოდესყოველთამეფეთაქართლისათა, მამათადადედათა” (ქც. 1955, გვ. 16).
[2]გიორგიმელიქიშვილი. (1970). საქართველოსისტორიისნარკვევები. თბილისი: საბჭოთასაქართველო.
[3]თოფჩიშვილი, რ. (n.d.). საქართველოსმოსახლეობისეთნიკურიშემადგენლობა (ზოგადისტორიულიმიმოხილვა). Retrieved 2013 წლის 14 04 from http://dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartvelos_mosaxleobis_etnikuri.html
[4]კველევა ჩატარებულია 2002 წელს. საქაღტველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2002 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.მონაცემების წყაროა ვიკიპედია. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90
[5]გურამსანადირაძე, ნ. სანებლიძე. (2012 წლის 17 02). ანალიტიკა. ეთნიკურიპრობლემებიდასაქართველოსსახელმწიფოებრივიდამოუკიდებლობა. Retrieved 2013 წლის 16 04 from Kalmasoba.ge: http://kalmasoba.com/analitika/527-ethnikuri-problemebi-da-saqarthvelos-sakhelmtsifoebrivi-damoukidebloba.html
[6] ე.ბერკი, „გააზრებანი საფრანგეთის რევოლუციის შესახებ“,1970 წ.