7 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის დარბაზში ჩატარდა ამავე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური სამკითხველო დარბაზის ხელმძღვანელის , ქალბატონი ხათუნა ჩუგოშვილის მიერ ორგანიზებული პროექტი ,,ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად’’.
კონკურის 2014 წლის 10 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში ბიბლიოთეკაში შემოსულ სტუდნეტებს შეეძლოთ დაეწერათ მათ მიერ მოფიქრებული სლოგანი და მასთან დაკავშირებული ისტორია, რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკის შესახებ.
კონკურსი იმდენად მრავალმხრივი იყო რადენადაც მისი ნომინაციები. კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები და თითოეულს სახსოვრად გადასცა ყველა დროის საუკეთესო წიგნები და სიმბოლურად, ახლად დაარსებული უნივერსიტეტის ფოტოები.
ესეების კონკურსში გამარჯვებული გახდა: ქეთევან მთიულიშვილი (1–ლი ადგილი), აფაიათ ალიევი (მე–2 ადგილი), გიორგი ჯღარკავა (მე–3 ადგილი ).
სპეციალური პრიზები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ სტუდენტებს,საუკეთესო სლოგანისთვის ,,ჩუმი სვლით წარმატებისკენ’’ ავტორს, ლევან მელქაძეს, საუკეთესო მხატვრული ნამუშევრის ავტორს,თამარ ნარმანიას და ბიბლიოთეკის სიმპატიას –გიორგი ახალაიას.
ბიბლიოთეკის დირექტორის ბატონი ზურაბ გაიპარაშვილისა და ქალბატონი ხათუნა ჩუგოშვილის მიმართვა სტუდენტებისადმი დიდი იმედისა და დამატებითი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა ახალგაზრდა მკითხველებისათვის, რომლებმაც თავიანთ ნაწერებში გააცოცხლეს წიგნები ბიბლიოთეკის საცავებიდან და თაროებიდან მრავალ მტვრისაგან გააწმინდავეს . მათი გრძნობები იმდენად ხელშესახები და მრავალნაფიქრი სიტყვებით შენაწევრებული გახადეს იმ მცირე ესეებსა თუ ჩანახატებში, რომ მთელი დარბაზი სიამაყით იყო აღვსილი, თურმე რა დიდი სიყვარული და მოწიწება ყოფილა სტუდენტებში ბიბლიოთეკისადმი.
მადლობა მინდა გადავუხადო თსუ–ს ბიბლიოთეკას ამგვარი საინტერესო და წამახალისებელი პროექტისთვის. როგორც ქალბატონმა ხათუნამ განაცხადა, ჩვენ გავამართლეთ მათი იმედები, როგორც მათ – ჩვენი.
ბოლოს არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ბიბლიოთეკა არის ჭეშმარტების ის ალაგი სადაც ვარ მე და რომელიც არის ჩემში. ვიმედობ,რომ ეს პროექტი მრავალი შემდგომის საწინდარი იქნება,რასაც ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის კრეტიული და ნოვატორული იდეები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიევრისტეტის, სოციალურ დაპოლიტკიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, 1–ლი კურსის სტუდენტი: თამარ ნარმანია