ელა გოჩიაშვილის შემოქმედებითი საღამო (ანონსი)

ივენთი

პარასკევს, 11 აპრილს, საღამოს 6 საათზე, თსუ სააქტო დარბაზში ქართველ თანამედროვე პოეტს – ელა გოჩიაშვილს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე იგეგმება მისი ახალი წიგნის – “ცხოვრებაგაუმტარის” პრეზენტაცია.

საღამოსთან დაკავშირებით STUDINFO.GE ქალბატონ ელას გაესაუბრა და მისი მოლოდინი და ღელვა დააფიქსირა.

ელა გოჩიაშვილი:  ”პოეზიის საღამოებს, შეხვედრებს, სცენას და მიკროფონს თავს ვარიდებ. არ უარვყოფ ამ ყველაფრის საჭიროებას, მაგრამ აუდიტორიის წინაშე მაინცდამაინც კონფორტულად ვერ ვგრძრობ თავს. მით უმეტეს, ამაღელვებელი იქნება ჩემთვის მშობლიური, უსაყვარლესი უნივერსიტეტის კედლებში ლექსების წაკითხვა. ამ საღამოსგან ძლივს შეკავებულ ცრემლებს ველოდები… საღამოზე წასაკითხად ერთი ისეთი ლექსიც შევარჩიე, ბოლო კრებულებში რომ საერთოდ არ შემაქვს, თუმცა ახლა გვერდს ვერ ავუვლიდი… წინასწარ მეშინია და წინასწარ ვიმხნევებ თავს, იმ ლექსს რომ დავიწყებ – ”ათოვს უნივერსიტეტს”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები