,,დემოკრატია და მოქალაქეობის’’ ერთ-ერთი პროექტის მიხედვით გორის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტების ინიციატივით ჩატარდა აქცია, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და აკადემიუროი პერსონალის წარმომადგენლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი ლევკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.
სისხლის დონაცია თბილისის ,,სისხლის ბანკის’’ ექიმებმა უზრუნველყვეს.მიუხედავად მსურველთა დიდი რაოდენობისა, ზოგიერთმა მათგანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის ან წონის გამო ვერ შეძლეს გაეღოთ სისხლი.
აღსანიშნავია რომ თავად სტუდენტები ამ აქციას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ და მომავალშიც აპირებენ მსგავსი ქველმოქმედების განხორციელებას.
სოფიკო თინიკაშვილი