გიორგი ქისტაურის პერფორმანსი X-factor-ში

კულტურა

“იქს-ფაქტორის” შესარჩევი ეტაპები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, პროექტი სატელევიზიო სივრცეში 14 აპრილიდან ჩაეშვება. ღონისძიების მსვლელობისას Studinfo.Ge მონაწილეებს გაესაუბრა და ექსკლუზიური მასალაც მოიპოვა.

კონკურსანტებს შორის გიორგი ქისტაური შევნიშნეთ და ვთხოვეთ, მცირე კომენტარი გაეკეთებინა.

გიორგი ქისტაური, 16 წლის:  ”ვმონაწილეობ X-factor-ში, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ჯერ უცხოა მსგავსი პროექტი და დამაინტერესა. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს რამდენიმე პროექტში მონაწილეობა მიღებული, ყველა იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც მოვედი. ხმის მუტაციამ გადამიარა, ჩამომიყალიბდა უფრო და, ვფიქრობ, ვარ უკვე მზად ამ გამოსვლისთვის.

ზოგადად პროექტი ძალიან კარგია, უცხოური შოუებიდან ყველაზე რეიტინგული და ყურებადი ჩემთვის არის X-factor. ესეც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც მოვედი აქ და მიხარია ძალიან.

დღეს შეგისრულებთ radiohead-ის creep-ს სოლო პარტიით.”

მის გამოსვლას ახალგაზრდების უცნაური შორისდებულები მოჰყვა, თუმცა, საგულისხმოა მომღერლის თავდაჭერილი გამოსვლა და ბრწყინვალედ შესრულებული სიმღერა. ჟიურის წევრებმა დადებითად შეაფასეს ნომერი.

სტეფანე მღებრიშვილი: ”იცი, ვინც ხარ, რაც ხარ და რაც გინდა, იყო. შენში დავინახე მეორე ადამიანი… სევდა… და გაოცებული ვარ ამ შესრულებით.”

გიორგი გაბუნიამ ”ზედმეტ პრანჭვაში” დაადანაშაულა მომღერალი.

თუმცა, საბოლოო შეფასებად გიორგი ქისტაურს სამი ”კი” და ერთი ”ხო” (გიორგი გაბუნია) დაუგროვდა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები