[blockquote style=”2″]Women Techmakers Tbilisi – GDG Tbilisi-ის ორგანიზებით ჩატარდა და იგი მოიცავდა: ტექნოლოგიურ საუბრებს, სპიკერების გამოსვლას, დისკუსიას და სხვა დამატებით აქტივობებს.[/blockquote]
Holiday Inn ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, Google-ის მიერ წამოწყებულ გლობალური კამპანიის ფარგლებში წამოწყებულ პროექტს Women Techmakers Tbilisi-ის მასპინძლობდა.
ღონისძიების მთავარი არსი, IT სფეროში დასაქმებული ქალბატონების წახალისება და იმ სტერეოტიპების დამარცხება გახლავთ, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს.
Women Techmakers თბილისი ქალებსა და ქალ დეველოპრებზეა ორიენტირებული. პროექტის მიზანია ქალთა ჩართულობის ზრდა, მამაკაცების აქტიურობის დონის შენარჩუნების ფონზე.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, ამ სფეროში გათვიცნობიერებული ქართველი ქალბატონები, მათ შორის, ჟურნალისტი ნინო ნატროშვილი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ია გორგიშელი.
„ისეთი მსხვილი საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Google, როდესაც ხელს უწყობენ ქალების ჩართულობას წახალისებას, თითქოს მამაკაცურ პროფესიებში, როგორიც არის ტექნოლოგიები არის ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, ეს ღონისძიება არის მნიშვნელოვანი სტიმული, იმისათვის, რომ მათ მოუნდეთ ამ სფეროში მოღვაწეობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს კარგავს ტექნოლოგიების ინდუსტრია, იმით, რომ ქალები არ არიან ჩართულები. ნებისმიერ სფეროში ქალები და კაცები ქმნიან ჰარმონიას. მუშაობის ყველაზე ეფექტური შედეგი იდება იქ, სადაც არის გენდერული ბალანსი“, – აღნიშნა Studinfo-თან საუბარში ლიბერალის ჟურნალსიტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოციალური მედიის ასისტენტმა ნინო ნატროშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში 4 საქმიანი დეველოპერი ქალბატონი, დისკუსიის ფორმატში, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა და საკუთარ თავზე და იმ სტერეოტიპებზე ისაუბრა, რომელიც პირადად მათ, პროფესიული არჩევანის გაკეთების დროს შეეხოთ.
Studinfo ერთ-ერთ მათგანს, ამჯამად კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომელს ქეთევან ქოჩლაძეს ესაუბრა. მისი აზრით, ამ სფეროში წარმატების მისაღწევად მათემატიკით დაინტერესება, სკოლის ასაკშივეა აუცილებელი.
„მათემატიკას დიდი მნიშვნელობა ექცევა. საბოლოოდ ვიძახით, რომ მათემატიკა არაფერია, მაგრამ ყველფერი მას ეფუძნება. ასევე ვურჩევ სკოლაში ძალიან სერიოზულად იმეცადინონ და უყვარდეთ თავიანთი საქმე.
ეს არის პირველი Women techmaker რაც გაკეთდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ეს იქნება ერთგვარი PR კამპანია. იქიდან გამომდინარე, რომ გოგონები ამ სფეროთი არიან დაინტერესებულები, სტიმულს მიიღებენ. ჩვენი შეკრებებიდან ჩაერთვებიან და უფრო განვითარდება ეს კუთხე“, – აღნიშნა ქეთევან ქოჩლაძემ.
ჩვენ, ღონისძიების ერთ-ერთო ორგანიზატორს და GDG Tbilisi-ის წარმომადგენელს ნინო ნანიტაშვილს გავესაუბრეთ. მისი თქმით, GDG Tbilisi არის თავისუფალი სივრცე, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გახდეს მისი ნაწილი.
„დღევანდელი ღონისძიება არის Google-ის გლობალური კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი. იგი ხორციელდება 120 ქვეყანაში და ჩვენც, საქართველო, Google-ს დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით ვუერთდებით. ჩვენი ოფიცალური და მხარდამჭერი არის Google. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად, მთელ მსოფლიოში არის ბევრი სტერეოტიპი IT სფეროზე, მაგალითად თქვენ, რომ გთხოვოთ წარმოიდგინოთ ვინმე IT მენეჯერი, წარმოიდგენთ აუცილებლად მამაკაცს, რომელსაც უკეთია აუცლებლად სათვალე და აცვია ძალიან სპორტულად. ძალიან ნაკლებ შემტხვევაში იქნება ეს ქალბატონი.
GDG Tbilisi არის თავისუფალი სივრცე, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მოვიდეს, ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური მიღება ან სარეგისტრაციო ფორმა, ჩვენ გვაქვს Facebook-ის ჯგუფი, Google + -ის ჯგუფი, გვაქვს მეილინგ ლისტი, რომელზეც ყველას ეგზავნება ინფორმაცია. ასე რომ, ყველას შეუძლია ჩაერთოს ჩვენს საქმიანობაში. წევრობა არ არის რაღაც დადგენილი ფორმა“, – აღნიშნა ნინო ნანიტაშვილმა.
გიორგი ურუშაძე