[blockquote style=”2″]სტუდენტების სახელით[/blockquote]
ჩვენ სტუდენტები, ყოველ დღე ვმგზავრობთ მეტროთი, დავდივართ ცენტრალურ ქუჩებში და …
ამ ქუჩებში ყოველდღიურად ათასობით ქუჩაში მომუშავე ბავშვია, რომელთაგან ზოგს მშობელი საერთოდ არ ჰყავს, ზოგს ჰყავს მაგრამ სწორედ მათი იძულებით მუშაობენ წვიმაში, ქარში, ყინვაში და მცხუნვარე მზეში.
ჩვენ სტუდენტები, კარგად ვიცნობთ ბავშვთა უფლბების კონვენციას და ვიცით რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს სახლი, განათლების ხელმისაწვდომობა, უზრუნველჰყოფილი იყოს სათანადო პირობებით.
ჩვენ ასევე კარგად ვიცით რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ქუჩაში მომუშავე ბავშვების კეთილდღეობისათვის. „როგორ ცდილობს მოაგვაროს მათი პრობლემები.
„ჩვენ სტუდენტები იმასაც კარგად ვხედავთ თუ რამდენად უინტერესოა მთავრობისთვის ეს თემა!! ამ ბავშვების პრობლემები დღითიდღე უარესდება.
ბატონო მთავრობავ, ჩვენთვის თითოეული ბავშის უფლება იცხოვროს საკუთარ სახლში, მიიღოს განათლება, არ იყოს ძალადობის მსხვერპლი და არ ჰქონდეს საზრუნავი ყოველდღიურად რას შეჭამს, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სოლოლაკში ახალი საბაგიროს აშენება, სასტუმროების და გასართობის კომპლექსების გამართვა და სხვა.
სწორედ ამიტომ ჩვენ სტუდენტები 2014 წლის 4 აპრილს 12:00 საათზე ვიკრიბებით სახელმწიფო კანცელარიასთან, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მთავრობას რომ ქუჩაში მომუშავე ბავშვების არსებობა საქართველოს პრობლემაა და მოვუწოდოთ ხშირად იმგზავრონ მეტროთი, რადგან იქ ეს ყველაფერი უფრო აშკარაა ვიდრე კომფორტულ კაბინეტში. მათვის სოციალური სერვისების მიწოდებაა საჭირო, სერვისებს კი ამ სფეროში უფრო მეტი ინვესტიცია სჭირდება.
სტუდენტებო, ორგანიზაციებო, კომპანიებო და უბრალოდ მოქალაქეობო მოგიწოდებთ გაიხსენოთ ბოლოს როდის იმგზავრეთ მეტროთი, გაიარეთ რუსთაველზე, გაისეირნეთ სკვერში, გაანალიზოთ ამ ბავშვების ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის და შემოგვიერთდეთ!
აქცია ორგანიზებულია საინიციატივო ჯგუფ „თსუ–ს სტუდენტი სოციალური მუშაკების“ მიერ.