„ფანART”-ის მეოთხე დღე თეატრს დაეთმო

კულტურა

ფესტივალ „ფანART”-ის მეოთხე დღე თეატრს დაეთმო. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ფოიეში უნიკალური კოსტიუმების , ფოტოების ,აფიშებისა და რეკვიზიტების გამოფენა მოეწყო . კინოდარბაზში კი დაიდგა სპექტაკლი „შექსპირის სონეტები“ , სადაც მონაწილეობდნენ „ ილიაუნის“ თეატრის კურსდამთავრებულები: ბექა პაიკიძე, ელიზბარ ჩხეიძე, ლაშა ამბიძე, ლევან მამნიაშვილი, ზვიად ძულიაშვილი, ანი თალაკვაძე, მარეხ კვიჟინაძე, გიორგი შაქარაშვილი, გიორგი მოსიაშვილი, ნინო მენთეშაშვილი, სალომე მუმლაძე და ბექა სამუშია.დამდგმელი რეჟსორი პავლე ინასარიძე ,ქორეოგრაფი კი სოფო გვრიტიშვილი.თეატრის დღის კონსულტანტი იყო თეატრმცოდნე ქალბატონი ირინე ღოღობერიძე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები